LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე

433
რუსული ტანკი

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ორი ოლქის – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა აღიარა“, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ კრემლის ოკუპანტი ლიდერი უკრაინაში გაცილებით უფრო მზარდ და მასშტაბურ სამხედრო აგრესიაზეც წამსვლელია, ისევე როგორც, ეს თავის დროზე, საქართველოში გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა–რუსეთის კრიზისი დიდი ხანია მიმდინარეობს და განსაკუთრებით ეს შეეხება სწორედ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილს, უკრაინის პრეზიდენტს არც პუტინის ე.წ აღიარების შემდეგ მიუტანია შეტევითი იერიში რუსეთზე და უფრო მეტიც, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა ამ პროვოკაციას არ წამოეგება.

"საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია..." - უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პარტნიორებისგან ახლა „მხარდაჭერის მკაფიო და ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან“.

თუმცა ერთია რას ფიქრობს თავად ზელენსკი და როგორი იქნება სინამდვილეში პუტინის ზრახვები. ერთი რამ კი ფაქტია: რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის პარალელურად, მნიშვნელოვანია დასავლეთის მკაცრი და ხისტი ზეწოლა, რაზედაც უკვე დიდი ხანია ყველა ღიად მიუთითებს, თუმცა რეალური სურათი მაინც მძიმეა.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

 

 

როგორ შეიძლება განვითარდეს უკრაინის საზღვრებთან არსებული კრიზისი; რა გავლენა შეიძლება ამ პროცესმა საქართველოზე მოახდინოს და რა შეიძლება გახდეს რუსეთის ომის წინააღმდეგ შესაძლო შემაკავებელი ბერკეტი – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ფორტუნა“ სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

– ბატონო ირაკლი, პუტინის გუშინდელი განაცხადის შემდეგ, რომლითაც მან უკრაინის შემადგენლობაში არსებული ორი ოლქის – დონეცკისა და ლუგანკის „დამოუკიდებლობა აღიარა“, კიდევ უფრო მეტად გაამყარდა ეჭვი იმის შესახებ, რომ პუტინი ახალი ოკუპაციისთვის ემზადება, რასაც შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვეს. რას გვეტყვით, რამდენად რეალურია ომის საშიშროება თუ ეს უკვე ომი არ არის?

 

 

ირაკლი ალადაშვილი: ნუ, პუტინმა გაიმეორა ის, რაც მანამდე საქართველოს წინააღმდეგ დახვეწილი იყო. ეს შეეხება როგორც 1993 წელს, როცა აფხაზეთის ომის პერიოდის შემდეგ, გალის რაიონი დაგვათმობინეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებდა და შემდეგ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, ახალგორის რაიონი.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

ანუ, მათ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები „გააპრავეს“ ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში. დაახლოებით იგივეა მოსალოდნელი ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების შემთხვევაშიც.

საქმე ისაა, რომ მიუხედავად 8 წლიანი დაუსრულებელი ომისა, რომელიც მათ ჰქონდათ, რუსეთს ამ ოლქების საზღვრები ბოლომდე აღებული არ ჰქონდა და უმეტეს ნაწილს უკრაინელები აკონტროლებენ.

თუ რუსები ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოფიციალურად შევიდნენ, არის შანსი, რომ მათ ეს საზღვრები გაზარდონ, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

– თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ორი ოლქის ნაწილი რუს სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული, რის გამოც, თქვენც ახსენეთ, რომ ხანგრძლივი ომი მიმდინარეობდა, შედეგად კი უკრაინა საბოლოოდ ვერ ამყარებდა კონტროლს, ახლა რა გაგრძელება შეიძლება ამ პროცესს ჰქონდეს?

თითქმის შუაზე იყო გაყოფილი, მაგრამ ახლა რადგან რუსეთმა ამ ე.წ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან შეთანხმება დადო, საუბარია იმაზე, რომ რუსები საზღვრების გავლებას მოინდომებენ, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაში მოხდა.

და თუ ეს ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ ომი უნდა დაიწყოს, რადგან უკრაინელები არ დათმობენ, რადგან ფაქტობრივად ფრონტის ხაზს დღესაც უკრაინელები აკონტროლებენ.

– პრინციპში, ომის სცენარი სავსებით რეალურად ჟღერს, თუმცა მნიშვნელოვანია, შემაკავებელი ფაქტორები, თუკი პუტინი მასშტაბურ სამხედრო აგრესიას განახორციელებს, რა შეიძლება მისი შემაკავებელი წინაპირობა გახდეს და ამ ფონზე, დასავლეთის რეაქციაზე რას გვეტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა წნეხი გაძლიერდეს  და გარდა დასავლელი პარტნიორების განცხადებებისა, ქმედითი ნაბიჯები დავინახოთ?

ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ: თეთრი სახლი

 

ფოტოზე: დაბომბილი დონბასი

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

ამასთან, რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ აქტიურად ისმის კითხვა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა ალიანსის მზაობა საკმარისი ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ვერაა…

უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღიად თქვა, რომ გარდა განცხადებებისა, მას საამისოდ მოქმედებების ხილვა სურს.. რას ფიქრობთ, რამდენად ზრდის ან პირიქით აკლებს უკრაინის შანსებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქოლგის ქვეშ მოსახვედრად მიმდინარე კრიზისი?

ბაიდენი, შოლცი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება უპასუხოდ არ ჩაივლის

– ცხადია, ახლა მთავარი დასავლეთის რეაქციაა, თუმცა მათი პოზიცია ისედაც ნათელი იყო: ისინი უკრაინელებისა და ქართველების გამო სისხლს არ დაღვრიან, ანუ, უკრაინაში ცოცხალ ძალას არ გააგზავნიან.

ეს რეაქცია, ალბათ კვლავ უკრაინის შეიარაღებით დახმარება იქნება და ამასთანავე სანქციები, რომელიც წესით, აქამდეც უნდა დადებულიყო, თუმცა ახლა მით უმეტეს, უნდა მოხდეს.

სანქციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი, თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცოტა უცნაურად ჩანს ის, რომ ეტყობა დასავლეთი უკრაინაზე უფრო დიდ შეტევას ელოდება, რომ შემდეგ სანქციები დაადოს, არადა რუსეთმა, პირველი ეტაპი უკვე გაიარა და  ისიც ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარები შეიყვანა.

მგონია, რომ სანქციები რაც შეიძლება უფრო მკაცრი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში გამოვა იგივე და რუსეთს ესეც შერჩება. მერე კი მადა კიდევ უფრო გაეზრდება.

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

– როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება ამ პროცესმა საქართველოზე იქონიოს და როგორ შეაფასებდით ჩვენი მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას, ხომ არ არის უფრო მეტი საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენი პოზიციები NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდეს? 

 

რუსი სეპარატისტების მიერ განადგურებული დონეცკის აეროპორტი

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ისევ შეგვიძლია მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით მხარი დავუჭიროთ უკრაინას, სხვა არაფერი შეგვიძლია და ეს მწარე რეალობაა. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, მგონია, რომ ალიანსში საქართველოს წევრობა, ისევე როგორც უკრაინისა, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.

თუ ისე მოხდა, რომ რუსეთს გაუვიდა და მთლიანი თუ არა, ნაწილობრივი ოკუპაცია მაინც მოახდინა, დავუშვათ დონეცკის გარდა, ხარკოვს შეუტია, ეს უკვე სულ სხვა რამეს ნიშნავს და რა თქმა უნდა, მომავალში საქართველოზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.

ძვირფასო საქართველო, ახლა არის შენი შანსი, შეახსენო მსოფლიოს, რომ პუტინმა ზუსტად ისე დაარღვია საერთაშორისო სამართალი უკრაინაში, როგორც 2008 წელს საქართველოში: მეთიუ ბრაიზა

– უარყოფითი გავლენა ერთია და მეორეა რამდენად სწორია შფოთვა იმისა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე საქართველო იყოს? თქვენ როგორ ხედავთ, არის ამის შანსი?

რუსეთს საბაბიც კი არ სჭირდება იმისთვის, რომ ეს გააკეთოს. კი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოძებნა საბაბი, რადგან ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს საბაბი „ტოლჩით“ მიართვა, მაგრამ ახლა ხომ ხედავთ, რომ უკრაინა დონბასში არავითარ შეტევაზე არ გადადიოდა, მხოლოდ საარტილერიო დუელებით იგერიებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პუტინს საბაბი მაინც მიეცა. ჩვენს შემთხვევაშიც თუ მოინდომა, საბაბსაც მოიფიქრებს და საბაბის გარეშეც, ამას გააკეთებს.

“სანქციები ახლავე” – ანდერს ფოგ რასმუსენი

– NATO-ზე საუბრისას თქვით, რომ უკრაინისა და საქართველოს ალიანსში წევრობის საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება, უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, რის საფუძველზე ვარაუდობთ ამას – რუსეთი ღია მუქარას არ ერიდება, ომი ფაქტობრივად დაწყებულია, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ალიანსმა გაფართოებაზე იფიქროს?

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისედაც ბუნდოვანი იყო და ახლა ეს პროცესი კიდევ უფრო გადაიდო. არაერთხელ გვითქვამს და ახლაც სიმართლე უნდა ვთქვათ, ამას ადრე თუ გვიან დასავლეთიც აღიარებს, რომ თავის დროზე მოხდა დიდი სტრატეგიული შეცდომა, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოცხადდა, რომ აი, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

მედვედევი: აშშ-მა და ნატომ ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით

ეს იყო მხოლოდ სიტყვები, მაგრამ ამ სიტყვებმა დაახლოებით 2-3 თვეში ჩვენზე იმოქმედა და გახსოვთ პუტინი მაშინ როგორ დაიმუქრა. იქ სამი ფაქტორი იყო, ერთი ოლიმპიადის, რომელიც მაშინ სოჭში უნდა გამართულიყო და მაშინ აფხაზეთში ყველაფერს გაწმინდავდნენ, მეორე იყო კოსოვოს აღიარება დასავლეთის მხრიდან და მაშინაც პუტინმა დაიმუქრა, რომ სამაგიეროს გადაიხდიდა და მესამე იყო ბუქარესტის სამიტი, რომლის შემდეგაც პუტინი ასევე დაიმუქრა და ხედავთ, რომ ჩვენი ამხელა ხარჯის გაწევის შემდეგ, ახლა უკრაინაზე გადავიდა.

უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის სრულ გაწყვეტას განიხილავს – ზელენსკი განმარტავს, რა ვითარებაში გამოაცხადებს ქვეყანაში საომარ მდგომარეობას

ნატომ კი განაცხადა, რომ მიგიღებთო, მაგრამ მთლად ასეც არაა, ახლა კი არ ალიანსს იმის თავი აღარ აქვს, რომ თქვას დამდეგ წელს მიგიღებთო. ალიანსმა თავის დროზე უზარმაზარი შეცდომები დაუშვა, 2001 წლიდან თითქმის 20 წელი ამხელა ფული ავღანეთს მოახმარა, იმის ნაცვლად რომ ავღანეთის აღმოსავლეთით გაფართოებულიყო.

ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედროებთან ერთად

უკრაინის კრიზისის ფონზე, გერმანიამ რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს” სერტიფიკაცია შეუჩერა

იქით კიდევ მთავარი მოწინააღმდეგე საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა, მაშინ როცა რუსეთი ძლიერდებოდა, ეს ყველაფერი ხელიდან გაუშვა. გარდა ამისა, ნატო ასეთი ერთიანიც არ არის. გვინდა თუ არა და აღიარებს თუ არა თვითონ, 30 ქვეყანა სხვადასხვა ადგილას, არ გამოდის, ასეთი ადვილიც არ არის…

ზელენსკი: მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში

ვიცით ასევე ისიც, ვინ გვყავდა მოწინააღმდეგე, საქართველოსა და უკრაინის ნატოში ერთიანობის შესახებ, პირველ რიგში, ეს გერმანია იყო, ქალბატონი მერკელი. იტალია იყო, საფრანგეთი იყო, ისინი ბლოკავდნენ, რადგან არ უნდათ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.

მით უმეტეს, რომ მაშინდელი გაცხადებული პოზიციების ფონზე, დათვური სამსახური გამოუვიდათ – კარგი უნდოდათ და რა გამოვიდა, მართლა დათვური სამსახური – რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ერთი ერთში უკეთებენ უკრაინასაც და იქ ჯერ კიდევ ყველაფერი არაა დასრულებული.

მედვედევი: კარგი, კეთილი იყოს მამაც სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის

ირაკლი ალადაშვილი – სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის – „არსენალის“ მთავარი რედაქტორი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები