თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის გზებზე საკრებულოში საუბრობენ. ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია კონკრეტული ქმედებების განხორციელება, რომ დედაქალაქში მოძრაობა შესაძლებელი გახდეს. მისი თქმით, ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტია, რომ მტკვრის სანაპიროებზე მოძრაობა ცალმხრივი გახდეს.
ამასთან, თემის არაპოპულარულობის მიუხედავად, ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, ტექდათვალიერების შემოღების საკითხი დადგეს. ასევე, უნდა დაითვალოს რამდენია ქალაქში შემომავალი მანქანა, კერძოდ – ტაქსები, სამარშრუტო მანქანები და აქაც შესაბამისი რეგულაციები დაწესდეს.
„ეს არის მომავლის საქმე, მაგრამ თუ კომპლექსურად გატარდება აღნიშნული ღონისძიებები, დედაქალაქში საცობების პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრება,“ – ამბობს ბაბუნაშვილი.
მისივე თქმით, 2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ერთ-ერთი ხიდის მშენებლობის საკითხი.
„კონკრეტულად, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, კარგი გამოსავალი იქნება „ვეფხვი და მოყმის“ ძეგლთან, მტვრის სანაპიროზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა და თუ მოესწრება, კარგი იქნება, დიღმის მასივიდან გლდანის მიმართულებით კიდვ ერთი ხიდის გაკეთება,“ – აცხადებს ურბანული კომისიის თავმჯდომარე.
ბაბუნაშვილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა დასრულდეს თბილისის რკინიგზის შემოვლითი პროექტიც, რაც ასევე მნიშვნელოოვანი ნაბიჯი იქნება ქალაქის სატრასპორტი ნაკადისგან განსატვირთად.