ფოტოებზე, რომელთაც BBC ავრცელებს, ჩაკეტილი იტალიის პირველი დღეა ასახული. 60 მილიონი იტალიის მოქალაქე სახლში გამოიკეტა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად.
რომის ერთ-ერთ მაღაზიაში, ქალი თავის რიგს ელოდება. ყვითელი ხაზები იმ მანძილს აღნიშნავს, რომელსაც მომხმარებლებმა ერთმანეთს შორის უნდა დაიცვან.
იტალიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა აკრძალვები დაწესდა.
ორშაბათს, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდა.
“მეტი დრო აღარ გვაქვს” – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამკრძალავი ღონისძიება საზოგადოების დასაცავად არის მიმართული.
ჯარისკაცები რომში, რესტორანში შემსვლელი ადამიანების რაოდენობას აკონტროლებენ
მხოლოდ ორშაბათს, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, 336-დან 463- მდე გაიზარდა. ჩინეთის შემდეგ, იტალია კორონავირუსის გავრცელებლის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
ვირუსი იტალიის 20-ვე რეგიონს მოედო.
მიმტანი ამ ნიშნით მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, რომ მათ შორის მინიმალური მანძილი 1 მეტრი უნდა იყოს.