Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორ შეაფასეს ცნობილმა სახეებმა თბილისის მერიის ახალი კულტურული პროგრამა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეაფასეს ცნობილმა სახეებმა თბილისის მერიის ახალი კულტურული პროგრამა

222
kultura

თბილისის მერიამ 4 აპრილს მედიის, კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის „ბილტმორში“ მიღება გამართა, სადაც 2018 წელს კულტურის სფეროში მიღწევების შესახებ ისაუბრა. თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ გაგვაცნო სამოქმედო გეგმა, როგორ წარიმართება ამ სფეროში მოვლენები და რის გაკეთებას აპირებს თბილისის მერია 2019 წლის განმავლობაში.

წარმოდგენილი პროექტის და სამომავლო გეგმების შეფასება ვთხოვეთ რამდენიმე ცნობილ სახეს.

ვახტანგ კახიძე:

2018 წელს განხორციელებულ პროექტებს ძალიან კარგად შევაფასებ. პირველი ყველაზე პოზიტიური ის გახლავთ, რომ შეგვკრიბეს და ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რა კეთდება. მე, მაგალითად, ვიცი, რომ ბევრი რამ კეთდება, მაგრამ კონკრეტული ჩამონათვალი არ მინახავს. ძალიან შთამბეჭდავია ის, რაც უკვე გაკეთდა. თბილისი კულტურის ქალაქია და აქ უნდა ფეთქავდეს კულტურული ცხოვრება. მესამე, რაც მომეწონა, ისაა, რომ ფაქტობრივად, ყველა სფეროში გააზრებულია, რა არის გასაკეთებელი. ჩვენც გვთხოვენ, თუკი კარგი იდეები გაქვთ, გვითხარითო. ეს არის ისეთი ურთიერთქმედება, რომელიც კარგ შედეგს მოიტანს.

ზოგადად, ყველას სჭირდება ფინანსები. რაც მეტი იქნება, მით უფრო მეტს შედეგს დავდებთ ჩვენ. კომპლექსურად ძნელია დარგის წინ წაწევა, მაგრამ ერთობითა და გაგებით შეიძლება ამის მოხერხება. წარმატებას ვუსურვებ თბილისის მერიას, ასეთი აქტიურობა თბილისს ნამდვილად წაადგება.

გია ბაღაშვილი:

მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და დატვირთული წელი იყო და განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენთვის – ანსამბლ „ივერიის“ „ჩხიკვთა ქორწილი“ ღია ცის ქვეშ განხორციელდა პირველად ამ მასშტაბით, გარე სივრცეში, შობა დღეს ათასობით თბილისელს მიეცა საშუალება, მოსულიყო და თანამედროვე დადგმა ენახა. ეს ერთი კონკრეტული მაგალითია, მაგრამ ვუყურებ, რომ ბევრ სხვა სფეროში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ კიდევ უფრო დატვირთულ და ფართო სპექტრის პროგრამას გვთავაზობს თბილისის მერია 2019 წელს. წარმატებას ვუსურვებ სულითა და გულით.

გიორგი კერესელიძე:

პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს აქ შეიკრიბა ის ხალხი, რომელიც მართლა რაღაცას აკეთებს ამ მიმართულებით. ახალი მიდგომები ძალიან წაადგება კულტურის სფეროს განვითარებას და ახალი და საინტერესო პროექტები იქნება შემოთავაზებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი მიდგომებით, სწორი პროექტების დაგეგმვით მოგებული ქვეყანა და მაყურებელი დარჩება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები