თბილისს ახალი მერი ყავს – კახა კალაძე დიდ სირთულეს შეეჭიდა, ამიერიდან მისი მისამართით არსებული ისედაც დიდი ინტერესი კიდევ უფრო მოიმატებს და გამადიდებელი შუშით შეხედავენ მის თითოეულ ნაბიჯს.
სად დადის, ვისთან ერთად დადის, რა აცვია, რამდენი აიღეს მერიაში პრემიები – ასეთები არ დამთავრდება… და როგორ ცხოვრობს?
საყოველთაოდ ცნობილია კალაძემ ქონება პატიოსანი შრომით და კარიერაში მიღწეული წარმატებით დააგროვა. „მილანში“ წლების განმავლობაში მიღებული ანაზღაურება ადამიანს ლამის ყველა სურვილის დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს. ასე რომ, თბილისის ახალი მერი რომ კარგად უნდა ცხოვრობდეს და სიცოხლით იყოს სავსე, ამას თქმა რად უნდა. თუმცა, მაინც საინტერესოა მისი სახლი და ჩვენც შევიჭყიტოთ. ამაში კი ერთ-ერთი მოდური უკრაინული საიტი (jetsetter.ua) დაგვეხმარება, რომელმაც გარკვეული პერიოდის წინ კახის ოჯახურ სიმყუდროვეზე მასალა მოამზადა და ჩვენც მათ დავესესხებით.
კახი კალაძის და ანუკა არეშიძის
სამსართულიანი ბინა თბილისში
ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის შორიახლოს, გარეგნულად საკმაოდ მოკრძალებული იერსახის სახლში მდებარეობს საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის ოჯახის სამსართულიანი ბინა.
200 კვ/მ-ზე მეტი ფართობის ბინაში კახა მეუღლესთან ერთად ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მალევე გადავიდა. საცხოვრებლის გაფორმებაში კახას მეგობარი, იტალიელი დიზაინერი ფლავიო კაპრიოტი დაეხმარა. ისეთი სივრცე გამოვიდა, რომ მოდური ობიექტები ჰარმონიულად ჩაჯდა სათამაშოებთან. ოჯახი ხომ სამ შვილს ზრდის. ფაქტობრივად მთელი ავეჯი იტალიიდან ჩამოიტანეს. ხოლო სხვადასხვა ძველი დეკორის საგნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია შეგროვებული.
პირველ სართულზე ფართო მისაღებში ხვდები. ის პირობითად სამ ნაწილად არის დაყოფილი: გაერთიანებული ზონა, „ლაუნჯი“ და შედარებით მამაკაცური სივრცე ბიბლიოთეკით, ბუხრით, ასევე სპეციალური ოთახით ღვინის შესანახად. პირველსავე სართულზეა სამზარეულო.
მეორე დონე – საძინებლების, საბავშვო და საგარდერობო ოთახების პრივატული ტერიტორიაა. მესამეს კი მთლიანად ღია ტერასა უჭირავს თბილისის პანორამული ხედებით.
მუსიკაზე ოჯახში პასუხისმგებელი ანუკია. რამდენიმე წლის წინ ის ფორტეპიანოზე დაკვრასაც სწავლობდა
ანტიკვარული სასადილო კომპლექტი – ანუკის საჩუქარია კახისთვის
სასადილო მაგიდა POLIFORM CONCORDE
ტორშერი FORTUNY STUDIO TRIPOD
ბუხრის პორტალი კახის შეკვეთით მარმარილოსგან იტალიაში დაამზადეს
ტორშერი TOM DIXON MIRROR BALL
ღვინის შესანახი სპეციალური ოთახი 24 საათის განმავლობაში საჭირო კლიმატს ინარჩუნებს. კახა ფაქტობრივად არ ეტანება სპირტიან სასმელებს, აი ანუკი კი ნამდვილი სომელიეა. მისის საყვარელი ქართული ღვინოა – უსახელაური
ძველებური კარადა ოჯახის მეგობრის იტალიური სახლიდან ჩამოიტანეს
სანათი TOM DIXON BEAT TALL