ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად შოტლანდიელმა მეცნიერებმა დადაგინეს, თუ როგორ რეაგირებს მამაკაცი ქალის მაკიაჟზე.
ექპერიმენტის დროს სპეციალისტებმა რესპონდენტებს მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე ქალბატონების ფოტოების დათვარიელება შესთავაზეს და აღმოაჩინეს, რომ მეიქ-აფი მამაკაცებსა და ქალბატონებში აბსოლუტურად განსხვავებულ რეაქციას იწვევს.
მამაკაცების აზრით, კოსმეტიკის მოყვარულ ქალბატონებს უფრო მაღალი სოციალური სტატუსი აქვთ და მეტი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში, ვიდრე ისინი, ვინც არასდროს მიმართავს მაკიაჟს.
სუსტი სქესის წარმომადგენლები კი, სწორედ მათ მიიჩნევენ მთავარ კონკურენტებად და არა ბუნებრივად მომხიბვლელ ქალბატონებს.
საბოლოოდ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორივე სქესის წარმოამდგენლებისთვის სწორედ მეიქ-უფია ქალის ეფექტური გარეგნობისა და მის მიმართ ინტერესის მიზეზი, თუმცა, მამაკაცებიც და ქალებიც თვლიან, რომ ყველაფერში ზომირების დაცვაა საჭირო.