გადაცემის ლაივი LIVE
როგორ მუშაობს ტვინი მიზნების მიღწევისთვის – სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნინა პერტენავა სტუმრად მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“.
რა გავლენა აქვს ტვინს ჩვენს გადაწყვეტილებებზე?
თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სასურველ, რეალისტურ მიზანს და ფიქრობთ, რომ ეს გზა სულაც არ არის რთული, მაგრამ მაინც ვერ აკეთებთ ამას, ვერ ნახეთ მოტივაცია ან სულ პროკასტინირებთ – იცოდეთ, რომ მიზეზი ტვინშია. ის ჩვენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს და გვარწმუნებს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი არჩევანი. ამის შედეგად იკლებს ჩვენი თვითშეფასება. თუმცა ბოლო პერიოდში, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მეცნიერებისთვის გახდა შესაძლებელი ტვინში „ჩახედვა“და მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ ხდება ტვინის მიერ გადაწყვეტილებების მიღება და როგორ შეგვიძლია ჩვენ ამ პროცესზე მოვახდინოთ ზეგავლენა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/08/img-0213-2021-08-05_09-57-35_281496-1024x683.jpg)
როგორ ვმართოთ ჩვენი ტვინი?
ეს ცოდნა ძალიან ძვირფასია. მოდით მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: წარმოვიდგინოთ ავტომობილი, თუ ჩვენ გვაქვს გასაღები და ვიცით მისი მართვა, მაშინ ძალიან მარტივად გამოვიყენებთ მას ჩვენი სწრაფად გადაადგილებისთვის, ხოლო თუ არ გვაქვს გასაღები ან არ ვიცით მართვა – რთულად წარმოსადგენია მისი დაძვრა, რაც არ უნდა დიდი ძალით ვაწვებოდეთ. მეტის, სახიფათოც კი შეიძლება გახდეს ეს პროცესი. ამიტომ გავერკვეთ, თუ რა მექანიზმები მუშაობს ტვინში ჩვენს მიზნების მისაღწევ გზაზე და ვეცადოთ მათი გამოყენება.
უნდა მივცეთ თუ არა ტვინს დავალება?
კი, ეს აუცილებელია პროცესია, პირადად ჩემს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვა. ტვინი სულ მუშაობს, გონება არა, მაგალითად ძილის დროს გონება არ მუშაობს. ერთი მიზანი აუცილებლად უნდა გვქონდეს, რო
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/08/img-0200-2021-08-05_09-57-33_405571-1024x683.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2021/08/mtav-2021-08-05_09-57-37_325563-1024x683.jpg)