LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში

446

შემოდგომამ მოასწრო და თავისი სიცივით უკვე შეგვახსენა თავი. მომდევნო რამდენიმე თვე კი კიდევ უფრო ცივი და სუსხიანი იქნება.

წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად მოვუაროთ ჩვენს კანს, რათა არ დავაზიანოთ ის სუსხიან ამინდში  სეირნობისას, არ გამოიწვიოთ მისი გაუწყლოება კარგად გამთბარ შენობებში და საკმარისზე მეტად გაგომშრალ ჰაერზე. პირველ რიგში დარტყმის ქვეშ, რა თქმა უნად ჩვენი ტუჩები ხვდება, რადგან ძალიან ხშირად ტენიანობის უკმარისობა დისკომფორტს იწვევს და ჩვენც ავტომატურად ვისველებთ ტუჩებს (ასეთი ჩვეულება განსაკუთრებით ბავშვებს ახასიათებთ), მერე კი, სიცხიდან სიცივეში გავდივართ და  რამდენიმე წუთიც საკმარისია, რომ ჩვენი ტუჩები დაზიანდეს – იწყება ტკივილი, აქერცვლა და ზოგჯერ სისხლდენაც.  

გთავაზობთ, ზამთარში ტუჩების მოვლის რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რაც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი და თქვენი პატარას ტუჩები ზამთრის სუსხისგან და დაზიანებისგან.

5641bae6-8f6d-7495-8f6d-74d208c98111.photo.0

რაციონი

ის, რომ ზამთარში,ზაფხულის მსგავსად რეგულარულად უნდა დავლიოთ დიდი რაოდენობით წყალი, ალბათ საუბარიც არ ღირს, – ეს ის აუცილებელი წესია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. მშრალი ჰაერის და ტემპერატურის ხშირი ცვლილების პირობებში, საჭიროა ორგანიზმში მუდმივად დავაბალანსოთ წყლის ნორმა. გარდა ამისა, სიფრთხილით უნდა მოვეკიდეთ ცხარე და მჟავე საკვებს, რადგან ციტრუსი და სალათის ძმრიანი საკმაზი აშრობს კანს და იწვევს მის გაღიზიანებას. არ უნდა დაივიწყოთ ვიტამინების კომპლექსიც, რადგან წელიწადის ამ დროს ის განსაკუთრებით ჭირდება ჩვენს ორგანიზმს.  

ტუჩის საცხი

ტუჩების დაცვისა და მოვლისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხიმიანი ან კრემისებრი ტექსტურის საშუალებები. არჩევანი საკუთარი გემოვნებით გააკეთეთ, მთავარია, თქვენი საცხი სამ უმთავრეს – მკვებავის, დამარბილებლის და დამატენიანებლის თვისებებს აერთიანებდეს. ბავშვებისთვის უკეთესია ე.წ. სტიკი შევარჩიოთ, რომელიც მარტივი გამოსაყენებელია და ხელებსაც არ სვრის.

ინგრედიენტები

შეარჩიეთ ტუჩის საცხი ცვილის, А და B ვიტამინების, რეტინოლის და ნატურალური ცხიმების (ჟოჟობა, კაკაო, ნუშის და წიპწის ზეთი) შემცველობით. შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე ყველაზე მეტად მკვრივი ტექსტურის საცხი გამოგვადგება, რომელიც ერთგვარ დამცავ აპკს ქმნის და ხელს უშლის ცივი და ცხელი ჰაერის ტუჩებზე ნეგატიურ ზემოქმედებას.

იმ შემთხვევში თუ თქვენს პატარას ძალიან მგრძნობიარე და ალერგული კანი აქვს, ან არ ენდობით თანამედროვე ფარმაცევტულ საშუალებებს, შეგიძლიათ მიმართოთ ხალხურ მედიცინას და ტუჩების დასარბილებლად ქაცვის ზეთი გამოიყენოთ. ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება  პარაფინიც – წაისვით ტუჩებზე ზეთი, მერე კი, დაიდეთ გამდნარი არც მაინცდამაინც ცხელი პარაფის ფენა. თუ ტუჩები უკვე დაგისკდათ შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის საცხი – აურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. წაისვით ტუჩებზე, რამდენიმეწუთიანი მასაჟის შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. თაფლი მშვენიერი ანტისეპტიკია და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.

მასაჟი   

არ დაივიწყოთ მასაჟის სასიკეთო ეფექტიც – ყოველ საღამოს, მკვებავი საცხის ან ზეთის წასმის შემდეგ ჩაიტარეთ რამდენიმეწუთიანი მასაჟი, რომელიც გააუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას და დაეხმარება საცხს უფრო ღრმად შეაღწიოს კანში.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები