LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ფრჩხილს ისე, რომ არ დაზიანდეს – სილამაზის აკადემია

15
natalikujuxidze

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მოვუაროთ ფრჩხილს ისე, რომ არ დაზიანდეს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფრჩხილების ექსპერტმა, პათოლოგიური პედიკურის სპეციალისტმა და ტრენერმა ნატალი კუჭუხიძემ ისაუბრა.

რა უნდა გაითვალისწონონ მომხარებლებმა, ვიდრე მიმართავენ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად სალონს?

ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი, ასპროცენტიანი სტერილიზაცია. ეს პროცესი საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. ყველა ეტაპის დაცვით უნდა ხდებოდეს სამუშაო ინსტრუმენტების დამუშავება ავტოკლავში, რომელსაც ასევე იყენებენ სტომატოლოგიური კლინიკები. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ჰიგიენის ნორმების დაცვა კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების ფარგლებში.

რამდენად მნიშვნელოვანია ფრჩილების სწორი მოჭრა?

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ფრჩხილების სწორ მოჭრა-კორექციას ხელზე, ან ფეხზე. თუ გვინდა, რომ ფეხის ფრჩხილები არ ჩაგვიბრუნდეს მკაცრად უნდა დავიცვათ მისი ფორმა მოჭრისას. ფეხზე ფრჩხილის ფორმა უნდა იყოს ოთხკუთხედი, არა ოვალური ან მრგვალი. ბუნებრივ ფრჩხილს ფეხზე აუცილებლად უნდა ქონდეს კუთხეები.

ასევე, ხელზე ფრჩხილის გვერდები დაწვრილების მიზნით არ უნდა იყოს ღრმად ამოჭრილი. სახლის პირობებში ნუნების მოჭრისას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მატრიქსი, (ფრჩხილი საიდანაც იზრდება) არ უნდა იყოს გაშიშვლებული. მას სათანადოდ უნდა იცავდეს ქსოვილის საფარი, რასაც ჩვენ ნუნას ვეძახით. დღევანდელ დღეს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური ფრჩხილების სპეციალისტის შერჩევას, რადგან სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს ფრჩხილის ტიპის მიხედვით ნუნების დამუშავების მეთოდები ინდივიდუალური მიდგომებით. მაგალითად აპარატურული მანიკურის მეთოდი ყველა ტიპის ფრჩხილზე და ნუნაზე არ არის რეკომენდირებული. მისგან დაზიანებული ფრჩხილები მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას და ასევე შეიძლება გამოიწვიოს სოკოვანი და ინფექციური დაავადებები.

შეიძლება თუ არა თვითნებურად გელ-ლაქის ან დაგრძელების მოხსნა?

თვითნებურად გელ-ლაქის და დაგრძელების მოხსნა არ შეიძლება სახლის პირობებში, რადგან ფრჩხილის ბუნებრივი საფარი ზიანდება. უნდა განვსაზღვროთ, თუ რომელი მანიკურის და ფრჩხილის ხელოვნური საფარის სახეობის მომხმარებლები ვართ ჩვენი პროფესიული და ყოველდღიური საქმიანობის გათვალისწინებით. თუკი არ ვართ დაგრძელების მომხმარებლები და მუდმივად გვტყდება ფრჩილები არ უნდა გავიკეთოთ ფრჩხილების დაგრძელება. თუ გვბეზრდება ორი, ან სამი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ფერი და დიზაინი ფრჩხილზე არ უნდა გავიკეთოთ გელ-ლაქი. ალტერნატივად შეგვიძლია გავიკეთოთ უფერული გამაგრება და ფრჩხილის ზედაპირი დავიფაროთ კლასიკური ლაქით, რომელიც შეგვეძლება ყოველდღიურად შევცვალოთ.

ზოგადად დღევანდელ დღეს გელ-ლაქის მოხმარების დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ხუთჯერ გაკეთების შემდგომ ფრჩხილი უნდა დავასვენოთ, რადგან გათხელებული ფრჩხილისთვის აუცილებელია ბუნებრივი რეგენერაცია.

რა ფერებია მანიკურია ტრენდული ამ სეზონზე?

თანამედროვე მოდის ინდუსტრია გვთავაზობს ფერთა პალიტრის მრავალფეროვნებას, ასევე დიზაინებს გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის. იყო და არის დღევანდელ დღეს აქტუალური ნუდი ფერები და მათზე გაკეთებული ფერადი აბსტრაქტული დიზაინები, ასევე აგურისფერი და მწვანე ფერები.

დღევანდელ დღეს ხშირად ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენებისგან ხელის გაუხეშებული კანი მეტ ყურადღებას მოითხოვს ჩვენგან. სახლის პირობებში სასურველია მსუბუქი სკრაბით დავიბანოთ ხელები თბილ წყალში და შემდეგ დავიტანოთ გლიცერინის შემცველი საცხი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები