LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვუაროთ ავტომობილს – რჩევები ამერიკელი სპეციალისტისგან

101

ამერიკული საავტომობილო გამოცემის Auto Guide–ს სპეციალისტებმა იმ რჩევების რეიტინგი შეადგინეს, რომელიც ავტომობილს იმავე მდგომარეობაში შეინარჩუნებს, როგორითაც ავტოსალონიდან გამოვიდა. საინტერესოა, რომ ტოპ ათეულში შესულია რჩევები როგორც ძარის მოვლასთან დაკავშირებით, ისე ინტერიერის მოვლასთან მიმართებაში.

პირველ რიგში, ამერიკელი სპეციალისტები გვახსენებენ, რომ ხარისხიანი სერვისი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე რემონტი. მთავარი კონსულტანტი მაიკ სტოუპსი აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერი ყოველთვის სუფთა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საუბარია კაბრიოლეტსა და როდსტერზე.

სპეციალისტი გვირჩევს ყურადღება დავუთმოთ ტყავისა და ვინილის ზედაპირების სისუფთავეს, რადგან ჩამჯდარი მტვერი ზედაპირს აზიანებს. ამ დროს საჭიროა სპეციალური სითხე ქსოვილს დაესხას და ტყავის ზედაპირი ისე გაიწმინდოს.

აღსანიშნავია, რომ ძვირფასი მოდელების მფლობელები ხშირად ამჯობინებენ ავტომობილები ხელით გარეცხონ და ავტომატიზირებულ ავტოსამრეცხაოებზე უარს ამბობენ, თუმცა, ირკვევა, რომ ავტომობილის ხელით რეცხვა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილება არ არის. ასევე, არ არის რეკომენდებული ცვილის ავტომობილზე დატანება წინასწარი გაპრიალების გარეშე. ბატონი სტოუპსი გვირჩევს, უპირატესობა სინთეტიკურ სარეცხ საშუალებებს მივანიჭოთ და მეტისმეტად ბევრი ლაქი და ცვილი ავტომობილის ძარაზე არ დავიტანოთ. სპეციალისტი გვახსენებს, რომ საღებავს სერიოზულ ზიანს ფრინველის ექსკრემენტები აყენებს, რომელიც ძარაზე ხანგრძლივად ყოფნისას ემალის დეფორმაციას იწვევს.

თავად მაიკ სტოუპსი 1974 წლის Alfa Romeo Spyder–ს ფლობს, რომელიც საგულდაგულო მოვლის შედეგად შესანიშვად არის შენახული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები