LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე – შეარჩიეთ თქვენი სტილი

251
cover (1)

ახალი წელი ყოველთვის ასოცირდება ნაძვის ხესთან, თუმცა საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს ერთი კონკრეტული ფაქტი არ არსებობს, ამიტომ რამდენიმე ისტორია ვრცელდება. ხეებს შორის, ნაძვი ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. იგი ითვლებოდა უკვდავების სიმბოლოდ. ადრე სჯეროდათ, რომ ნაძვი განსაკუთრებულად სარგებლობდა მზის ენერგიით, რადგან ის ყოველთვის მწვანეა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით მარტინ ლუთერი დათოვლილ ნაძვნარში მიდიოდა, თოვლს ნაძვებზე მთვარის შუქი ეცემოდა და ისე ბრწყინავდა, აღფრთოვანებულმა ლუთერმა მარადმწვანე ხე მოჭრა, სახლში წაიღო და სანთლებით მორთო. ამის შემდეგ კი ლუთერანულ ეკლესიაშიც დადგეს წინასაშობაოდ მორთული ნაძვი და წარმოიშვა საახალწლოდ ნაძვის მორთვის ლამაზი ტრადიცია. ევროპაში კი პირველი მორთული ნაძვის ხეები 1605 წელს გამოჩნდა საფრანგეთში, ელზასში. ეს იდეა სწრაფად მიიღეს გერმანელებმა, შემდეგ კი მთელმა ევროპამ. როგორიც არ უნდა იყოს ამ ტრადიციის დასაწყისი ერთი რამ ფაქტია,მორთული ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ნაწილია.თანამედროვე ცხოვრებაში კი სახლის სადღესასწაულო დეკორმა ხელოვნების სახე შეიძინა და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუკი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ როგორ სტილში მორთოთ საახალწლო ნაძვის ხე „ბონ ვოიაჟის” ფარგლებში მსოფლიოს მოდურ ტენდენციებს გაგაცნოთ, რომელიც ახალი იდეების მოფიქრებაში დაგეხმარებათ.

წარმოსახვით ხეზე მორთული საშობაო დეკორი ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა,რომელიც უმეტესად  ოთახის ფერების შესაბამისად იქმნება.

სასიამოვნო მოგონებებით გაწყობილი საშობაო ნაძვის ხე ასევე საინტერესო და სასიამოვნო სადღესასწაულო დეკორაციაა.

ზღაპრული გარემოს მოსაწყობად ეს იდეებიც გამოგადგებათ,რომლისთვისაც ხის ან მუყაოს ყუთები,ან გადანაჭერი და თქვენი წარმოსახვის ჩართვა დაგჭირდებათ.

ყოველ წელს მოდური, ეფექტური და დახვეწილია  ვერცხლისფერი, ბროლისებური მოსართავებით გაწყობილი ნაძვის ხე,რომელიც ნებისმიერ გარემოს დაამშვენებს.

თუმცა ბევრი თქვენგანი მრავალფეროვნების კიდევ უფრო სხვა ხერხებს მიმართავს და თავისი შეხედულებისამებრ რთავს ნაძვის ხეს.

აქვე სხვა საინტერესო იდეებსაც გაგიზიარებთ,რომელიც დეკორის შექმნაში დაგეხმარებათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები