ძალიან რთულია მარტოობას შეჩვეული გოგონას სიყვარული, რადგან ის ყველაგან განსხვავდება, ყველაზე კერკეტი კაკალია და კედლებსაც ყველაზე მაღალს აშენებს, რადგან ზედმეტად დიდხანს იყო ამ კედლებში გამომწყვდეული.
კედლები იმ სამყაროს ნაწილია, რომელიც თვითონ შექმნა, ერთის მხრივ თავდაცვისთვის იყენებს, მეორეს მხრივ კი, მის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს. კედელი – ერთგვარი ჯავშანია, მის უკან კი, ის სამყარო და ცხოვრება იმალება, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ამგვარი გარსი თითქოს იცავს მას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ამიტომ, ძალიან რთულია მის ცხოვრებაში თქვენთვის ადგილის პოვნა.
მარტოობას შეჩვეული გოგონა ყოველთვის გაგრძნობინებთ, რომ არაფერში სჭირდებით, რადგან ისე ხშირად გაიმეორებს ფრაზებს: „თვითონაც შემიძლია ამის გაკეთება“, „ნუ იდარდებ, მე გავაკეთებ“, „თვითონ გავერკვევი“, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად იგრძნობთ საკუთარ უსუსურობას, რადგან მას მართლაც ყველაფრის გაკეთება თვითონ შეუძლია. თუმცა, თუ არ სჭირდებით, სულაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა თქვენს გვერდით ყოფნა.
მარტოობა უცნაური რამაა, რადგან დროთა განმავლობაში ის უსაფრთხო სივრცედ და კომფორტის ზონად იქცევა. ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზეა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ზრუნავს, მის სამყაროში უცხო ადამიანის შეჭრას კი, რადიკალური გარდაქმნები ახლავს, რომელსაც ის მიუჩვეველია. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ თავიდან ყველას ეშინია და შიში არა მხოლოდ ეჭვია – შეგიშვათ თუ არა საკუთარ ცხოვრებაში, რომელიც მანამდე მხოლოდ მას ეკუთვნოდა, არამედ შიშს იწვევს არცოდნა რამდენად კომფორტულად მოეწყობით მის სამყაროში და შეძლებს თუ არა ის, საკუთარი კომფორტის თქვენს გვერდით შენარჩუნებას. ამგვარი შიში კი, ყოველთვის ახალ შიშში გადადის, რომელიც კითხვით „რა ვქნა თუ ის წავა?“ გამოიხატება.
მარტოობას მიჩვეულ გოგონას ეშინია ჯერ გადაეჩვიოს, მერე კი, ისევ თავიდან შეეჩვიოს მარტოობას და ყოველთვის, როცა ეტყვით, „ძალიან გთხოვ შემომიშვი შენს ცხოვრებაში“, ის გიპასუხებთ, „ძალიან გთხოვ არ წახვიდე“. მარტოობა ძალიან მარტივია, როცა ეჩვევი, თუმცა საკმაოდ გრძელი გზა და მძიმე ბრძოლაა გადასატანი შეჩვევამდე და რა თქმა უნდა, ნებისმიერს აშინებს ამგვარი გზის თავიდან გავლა.
ასე რომ, თუ შეგიყვარდათ გოგონა, რომელიც მარტოობასაა მიჩვეული, კეთილი ინებეთ და სამუდამოდ დარჩით მასთან, შეისწავლეთ მისი სამყარო და შეიყვარეთ საკუთარი თავი როგორც მისი ცხოვრების ნაწილი. არასასიამოვნო ფრაზას: „თვითონ შემიძლია გავაკეთო“ კი, სწრაფად უპასუხეთ „მე კი, შემიძლია დაგეხმარო“. მოემზადეთ, რომ მოგიწევთ იმ კედლების ნგრევა, რომელიც თქვენმა რჩეულმა ააშენა და მიიღეთ ნებისმიერი სიურპრიზი, რაც ამ კედლებს მიღმა დაგხვდებათ, რადგან თუ შეძლებთ მისი ნდობის მოპოვებას, დარწმუნებული იყავით, რომ ის აღარასდროს მოგცემთ წასვლის უფლებას.