ნელ-ნელა ზამთარი შემოგვეპარა და ტემპერატურაც სულ უფრო და უფრო იკლებს. იმის გამო რომ შემოდგომა (გაზაფხულის ამინდებით) დიდ ხანს გაგვიგრძელდა, ახალ რეალობასთან შეგუება თითქოს უფრო რთულია.
კარგი ამბავი ისაა, რომ ადამიანის სხეული საკმაოდ მოქნილია და აკლიმატიზაციას ადვილად გადის.
ადამიანები განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ და გარემოს ფსიქოლოგიურად, გენეტიკურად და კულტურულად ერგებიან.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა სიცივე ეს მაინც დიდი დისკომფორტია და ზოგჯერ მასთან გამკლავება რთულია.
1. ებრძოლე სიცივეს სიცივით
• გადით გარეთ უფრო ხშირად. გარეთ დღეში 2 საათი მაინც უნდა გაატაროთ. შეგიძლიათ თავიდან 15 წუთით დაიწყოთ და დრო ნელ-ნელა გაზარდოთ.
• ნუ გადაიფუთებით. იმდენი ტანსაცმელი ატარეთ, რამდენიც სითბოს შეგინარჩუნებთ, ზედმეტობა არც ამ საკითხს უხდება.
• სახლში სითბო ნელ-ნელა გაზარდეთ, თანაც იმ ტემპერატურამდე რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ და ზედმეტადაც არ დაგცხებათ.
• მიიღეთ ცივი შხაპი. კვლევებით დასტურდება, რომ რეგულარულ ცივ შხაპს მეტაბოლიზმის გაუმჯობესება შეუძლია. შესაძლოა ეს რთულად გეჩვენებოდეთ, თუმცა უმჯობესია თავიდან კონტრასტული შხაპით დაიწყოთ და ცივზე ეტაპობრივად გადახვიდეთ.
• მიირთვით ცივი სასმელი. მოერიდეთ ზედმეტად ცხელ ჩაის, ყავას თუ ცხელ შოკოლადს.
2. გაზარდე ფიზიკური აქტივობა
• რეგულარული ვარჯიში სხეულს სითბოს შეუნარჩუნებს.
• თუკი დარბაზში ვარჯიში გეზარებათ, სეირნობა სცადეთ.
3. კარგად იკვებეთ
• კარგი საკვებისგან დამატებითი კალორიების მიღება ზამთრის თვეებში ენერგიის მიღების საუკეთესო წყაროა.
• შეეცადეთ კარგად დაბალანსებული რაციონი შეადგინოთ.