არაა აუცილებელი მკაცრად მიჰყვეთ ასკეტური იაპონური სტილის ყველა წესს. სრულიად საკმარისია საერთო კონცეფციის და რამდენიმე ძირითადი პრინციპის გათვალისწინება.
* ღია სივრცეში გაერთიანებული სამზარეულო, სასტუმრო და სასადილო ოთახები.
* მკაცრი ფორმის მინიმალისტური ავეჯი, რომელიც არც სივრცეს გადატვირთავს და ერთგვარი
გეომეტრიული წესრიგის შთაბეჭდილებას შექმნის.
* ღია, ნეიტრალური ფერის კედლები და გამჭვირვალე, მსუბუქი ფარდები.
* ჭრელი დივანი და ბალიშები, რაც მართალია, მცირე გადახვევაა ტრადიციული
იაპონური სტილისგან, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და ეფექტურ აქცენტს ქმნიან.
* მაქსიმალურად მეტი ბუნებრივი და ხელოვნური სინათლე – იაპონური პანელი
(ვერტიკალურ ჩარჩოზე გადაჭიმული ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილი) და ლამფა
მქრქალი შუქფარით (იგივე აბაჟურით, რომელსაც იაპონიაში ბრინჯის ქაღალდისგან
ამზადებენ).