LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი: თაღლითი ქალი მესის დახმარებით თავის საქმეს აკეთებდა

18

ქალმა სუდანის პრეზიდენტი მოატყუა, რომელსაც მესის ყალბი ავტოგრაფით ”ბარსელონას” მაისური გადასცა.
აი როგორ უნდა გააბა საჭირო კავშირები ნებისმიერი ხერხით.

ვინმე ელიზა პლასკო კავშირზე გავიდა ომარ ალ-ბაშირის წარმომადგენლებთან და უთხრა, რომ სკ ”ბარსელონას” თანამშრომელია და პრეზიდენტისთვის მესის ხელმოწერით კლუბის მაისური უნდა გადაეცა.

ალ-ბაშირი ერთობ გაახარა მისი პერსონასადმი ასეთმა ინტერესმა, შეხვდა პლასკოს და ამ ქალთან და მაისურთან ერთად ფოტოც გადაიღო.

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ელიზას სიტყვები ტყუილი იყო. ის არანაირ ”ბარსელონაში” არ მუშაობს და მაისურიც ნაღდი არ არის. კლუბმა და მესიმ თქვეს, რომ არაფერი არ გადაუციათ ალ-ბაშირისთვის.

ელიზა პლასკო საინვესტიციო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა და ასეთი ხრიკებით ცდილობდა მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირების დამყარებას.

ომარ ალ-ბაშირი სუდანის სათავეში 1989 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები