LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვათავსოთ ყველა საჭირო ნივთი და სამოსი სამოგზაურო ჩანთაში

640

დასვენების სეზონი ცხელ ზაფხულში სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, შვებულების გატარებას ყველა ჩვენგანი მთაში, ან ზღვის სანაპიროზე ცდილობს. გამგზავრების წინ კი ყველაზე დამღლელი პროცედურა ჩანთაში ბარგის ჩალაგებაა, განსაკუთრებით, თუ სამოსი ბევრი გვაქვს და ვცდილობთ, ერთზე მეტი ჩანთა არ გვქონდეს წასაღები.

Bright Side გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, როგორ ჩავალაგოთ სამოსი ჩანთაში ისე, რომ ყველაფრის წაღება შევძლოთ თან მხოლოდ ერთი ჩანთით.

1. ნუ დაკეცავთ სამოსს, გადაახვიეთ და ისე ჩადეთ

1

2. გამოიყენეთ ვაკუუმის ჩანთები, მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ჟაკეტები, ბავშვის ტანსაცმელი, მაისურები და ა.შ.

2

 

3. სამოსი ჩაალაგეთ ე.წ. პირამიდის პრინციპით, 

თავდაპირველად, ჩააწყეთ ფეხსაცმელები ჩანთის (ჩემოდნის) კიდეებთან. შემდეგ – დიდი მოცულობის სამოსი, მაგალითად – შარვლები, ქვედაბოლოები. ნუ დაახვევთ, დაკეცეთ და დააფინეთ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გადაახვიოთ დანარჩენი სამოსი და ისე დადოთ. ეცადეთ, ყველაზე მცირე ზომის ტანსაცმელი ზემოდან იყოს. სულ ბოლოს კი ჩააწყეთ კოსმეტიკა, დოკუმენტები და პატარა მსხვრევადი  ნივთები.

3

4. არ წაიღოთ თან ქოლგა, უმჯობესია საწვიმარი.

4

5. შეიძინეთ მცირე ზომის კოსმეტიკა, რომელიც მგზავრობაში ხელს არ შეგიშლით და დიდ ადგილს არ დაიკავებს.

5

6. მცირე ზომის ნივთები შეინახეთ სწორად – შეგიძლიათ, წინდები, ფლეშ-მეხსიერების ბარათები, თმის სარჭები და სხვა პპატარა ზომის ნივთები მოათავსოთ ფეხსაცმელში, ჩანთის გარე ჯიბეებში, კოსმეტიკის ჩანთაში და ა.შ. ასე ბევრ ადგილს დაზოგავთ

6

7. იხმარეთ პალტოს ჩამოსაკიდი. თუ შებულების დროს დაგჭირდებათ პიჯაკი, კოქტეილის კაბა, ან სოლიდური სამოსი, რომლის გაუთოების საშუალებაც არ გექნებათ, ნუ ჩადებთ ჩანთაში

7

8. ნუ წაიღებთ საჭიროზე მეტ მედიკამენტს

8

9. ნუ დატოვებთ ცარიელ ადგილს – შესაძლოა იფიქროთ, რომ შვებულების დროს შეძენილი სუვენირებისთვის უმჯობესია, ჩანთაში წინასწარვე დატოვოთ ცარიელი ადგილი. გადაწყვეტილება არასწორი იქნება, რადგან ჩანთაში არამჭიდროდ ჩაწყობილი სამოსი , შესაძლოა, ძალიან დაიკეცოს და დაიჭმუჭნოს, ამიტომ ცარიელი ადგილები შეავსეთ ქაღალდებით, ან სამოსით.

9

10. საბოლოოდ, რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

11

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები