LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ ბანანის უგემრიელესი კოქტეილი

3267

მართალია, ბანანის კოქტეილი ყველა სეზონზე გემრიელია, მაგრამ მისი მირთმევა განსაკუთრებით სასიამოვნო მაინც ზაფხულშია, როცა ნატურალურ კოქტეილს გაგაგრილებაც შეუძლია და განწყობის გაუმჯობესებაც.

ბანანის კოქტეილი ერთნაირად გემრიელია რძით, ნაყინით, იოგურტითა და კეფირით, თუმცა ამჯერად კლასიკურ ვარიანტს – ბანანის კოქტეილს რძით გთავაზობთ, რომლის მომზადებას სულ რაღაც 5 ჭუთი სჭირდება.

ინგრედიენტი: 2 ბანანი, 100 გრამი ნაყინი, 2 ჭიქა რძე, 1 კოვზი შაქარი და ცოტა დარიჩინი.

მომზადების წესი: მოათავსეთ დაჭრილი ბანანი ბლენდერში, დაასხით 2 ჭიქა რძე, დაუმატეთ ნაყინი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ. გააფორმეთ კოქტეილი ცოტა დარიჩინით (ან გახეხილი შოკოლადით) და ფორთოხლის ნაჭრებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები