ლუდის რეკლამა გაი რიჩისგან, რომელშიც ჟოზე მოურინიო ძაღლს მოტივიციას სძენს და ყლუპით სვამს.
ჩემპიონთა ლიგის რგოლი, რომელიც ”მანჩესტერისა” და მისი მწვრთნელის გარეშე ჩაივლის.
განსაკუთრებული პორტუგალიელი Heineken-ის რეკლამაში გადაიღეს. ორი წუთის განმავლობაში მოუ შენობის სახურავზე სამოტივაციო სიტყვით გამოდის და ფეხბურთელებს მოუწოდებს მატჩისთვის განეწყონ.
ოღონდ: ჟოზეს ფეხბურთელების ნაცვლად ძაღლი უსმენს.
რგოლის რეჟისორი გაი რიჩია, რომელიც ცნობილია ფილმებით ”დიდი ფსონი”, ”ბანქო, ფული, ორი ლულა” და სხვა. გაის ასევე გადაუღია რეკლამები Nike-სა და Call of Duty-თვის.
თავად ჟოზე და მისი ”იუნაიტედი” ევროპა ლიგაზე გამოვლენ და ამ ტურნირს 15 სექტემბერს იწყებენ როტერდამში ”ფეიენოორდთან” მატჩით.