„ჩელსიმ“ პრემიერლიგაში საშინაო მატჩი წააგო „ტოტენჰემთან“ და ძალიან გაირთულა კი არა, ფაქტობრივად გადაიწურა ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შანსი. სწორედ ამას მიეძღვნა კიდევ ერთი კარიკატურა, სადაც ანტონიო კონტეს გუნდს ევროპალიგისკენ გზა დაულოცეს.
ამასობაში ცოტა გაეშაყირნენ ბენზემას, რომელიც თვით მესის და რონალდოს შეადარეს და აჩვენეს თუ როგორ თამაშობენ ისინი კლუბსა თუ ნაკრებში.
წელს ევროპაში ბევრ ფორვარდს გააქვს ბევრი და თითქმის თანაბარი რაოდენობის გოლები. „ოქროს ბუცის“ მფლობელიც ალბათ ბოლოსკენ გაირკვევა, მაგრამ ამ წუთისთვის, ყველა ტურნირის ჩათვლით, პირველები რონალდო და ეგვიპტის ახალი ფარაონი მო სალაჰია.
შემდეგი გაჩერება: ევროპის ლიგა
როგორ მოქმედებენ თავიანთ გუნდებში მესი, რონალდო და ბენზემა
კრიშტიანო
მესი
ბენზემა
რონალდო და სალაჰი – სეზონის საუკეთესო ბომბარდირები არიან (ყველა შეჯიბრის მიხედვით)
კრიშტიანო რონალდო (37 გოლი 35 მატჩში)
მოჰამედ სალაჰი (37 გოლი 42 მატჩში)