LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოხვდა ქართული უნივერსიტეტი საუკეთესოებს შორის?

98

სასურველია გვეკავოს წინა პოზიციები, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილები ვართ, ასე გამოეხმაურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, Times Higher Education-ის მიერ გამოქვეყნებულ რანჟირების ჩამონათვალს, სადაც თსუ-მ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 801-ე ადგილი დაიკავა. როგორც დარეჯან თვალთვაძემ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა, უნივერსიტეტმა, ბოლო სამი წელია, რაც გაააქტიურა მუშაობა იმისათვის, რომ გაერკვია, რა ადგილი უჭირავს მსოფლიო დონის უნივერსიტეტებს შორის.

“ყველაზე მაღალი მაჩენებელი გვაქვს საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში – საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას; ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი გულისხმობს გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით” – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემისათვის ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ქართული უნივერსიტეტი რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა. კითხვას, რატომ ვერ მოხვდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლები მსოფლიო რეიტინგში, ირინა დარჩია პასუხობს, რომ ყველა ქართულ უნივერსიტეტს ამ მოთხოვნას ვერ დაუწესებენ.

“საქართველოში 73 ავტორზებული უნივერსიტეტია, ყველას ვერ მოვთხოვთ რანჟირების სისტემაში მოხვედრას, აქ იმ უნივერსიტეტებს უნდა ველოდოთ, რომლებსაც სამეცნიერო კვლევებზე აქვთ პრეტენზია. გარდა ამისა, უნივერსიტეტი მზად უნდა იყოს ამ განაცხადის გასაკეთებლად. როგორც ჩანს, სხვები არ არიან მზად. რანჟირების ჩამონათვალში მოხვედრა დამოკიდებული იქნება მათ მონდომებსა და კვლევით მაჩვენებელზე” – განაცხადა ირინა დარჩიამ.