LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოექცნენ პოლიციელები თავდამსხმელს – ვიდეო, რომელმაც სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

115

ბანგკოკის პოლიციის განყოფილებაში კამერების მიერ გადაღებულმა კადრებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული, აღელვებული მამაკაცი შევიდა. იმის ნაცვლად, რომ პოლიციელს, ანირუთ მალის პისტოლეტი ამოეღო და თავდამსხმელისთვის დანის ძირს დადება მოეთხოვა, მაგიდაზე ჩამოჯდა და შეიარაღებულ მამაკაცთან საუბარი დაიწყო. ის მშვიდად თხოვდა აღელვებულ თავდამსხმელს, დანა შეენახა.

მოულოდნელად, მამაკაცმა დანა პოლიციელს გაუწოდა, ანირუთი კი თავდამსხმელთან მივიდა და ჩაეხუტა.

45 წლის მამაკაცმა მაშინვე საშინლად ინანა თავდასხმის მცდელობა.  ატირებულ თავდამსხმელს კადრებში პოლიციელები ამშვიდებენ და წყალს ასმევენ.

„ის მუსიკოსი იყო, შემდეგ კი დაცვის სამსახურში გადავიდა სამუშაოდ, ხელფასი არ მიუციათ. ამ ყველაფერს კი ის დაემატა, რომ გიტარა მოჰპარეს. საბოლოოდ, მას დიდი სტრესი ჰქონდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა. მოვუსმინე, ვუთანაგრძნე და ვუთხარი, რომ მქონდა გიტარა, რომელსაც ვაჩუქებდი. შევთავაზე, ერთად წავსულიყავით სავახშმოდ,“ –  განაცხადა მოგვიანებით ანირუთმა.

უცნობი თავდამსხმელი ფსიქოლოგიური დახმარებისთვის პოლიციელებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები