თათა აბაშიძე ავრცელებს ვიდეოს სოციალურ ქსელში, რომელმაც საკმაოდ ბევრი ნახვა დააგროვა. „ფეისბუქ“-მომხმარებელს ასახული აქვს, როგორ მოძრაობს კოსტავაზე ჯიპი, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა აქვს და ისეთ გამონაბოლქვს აფრქვევს გარშემო, რომ ხილვადობაც ცუდია და რასაკვირველია, იმ პერიმეტრზე სუნთქვაც შეუძლებელი იქნებოდა…
თბილისის პრობლემებს შორის დაბინძურებული ჰაერი პირველ ადგილზეა. არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც თავისუფლად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა უბრალოდ, შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი ადგილია ვარაზისხევი, სადაც საღამოს საათებში გავლისას შეიძლება, უბრალოდ, დაიხრჩოთ.
დედაქალაქის მოსახლეობა ამ პრობლემით რომ შეწუხებულია, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ყველაზე კარგად ჩანს, რადგან ამ თემაზე პოსტს ყველაზე ხშირად შეხვდებით…
„წარმოუდგენელია“, „ამ მანქანით რომ დადიხარ, ძალიან ტეხავს“, „საინტერესოა, ავტომფლობელი თუ გრძნობს თავს ბედნიერად…“ ვიდეო