მომღერალ ნინი ქარსელაძეს მეუღლემ ვალენტინობა მიულოცა და უზარმაზარი თეთრი თაიგული მიართვა. ამის ამსახველი ფოტო ნინიმ სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ატვირთა.
“გილოცავ ვალენტინობას, მიყვარხარ”,- დაწერა მომღერალმა.
ცნობისთვის, მომღერალი ნინი ქარსელაძე დაახლოებით ერთი თვის წინ გათხოვდა. მისი რჩეული 38 წლის თაზო ჯახუტაშვილია, რომელზეც მან მალულად იქორწინა.