ხატია სიჭინავა გუშინ იუბილარი იყო. ჟურნალისტმა დაბადების დღე ნატახტარში, რესტორან “ჭაშნაგირში“ გადაიხადა. ხატია 35 წლის გახდა, დაბადების დღეზე მან ექსკკურსია მოიწყო, კერძოდ მეუღლესთან და თანამშრომლებთან ერთად, ჯერ უფლისციხეში გაემგზავრა, სადაც სურათები გადაიღეს და შემდეგ რესტორანში გადაინაცვლეს. რა აჩუქა მეუღლემ ხატიას უცნობია, როგორც მის მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით და ვიდეოებით ჩანს, რამაზ ნოზაძემ ცოლი ხელში აიყვანა და დაბადების დღე ისე მიულოცა. ფოტოები