ინტერნეტ-მომხმარებელი ბექა ჭანკვეტაძე სოციალირ ქსელში აქვეყნებს ძალიან სასაცილო ამბავს, რომელსაც “ფეისბუქზე” უდიდესი გამოხმაურება აქვს. ის ორი წლის წინ მომხდარ სტიქიურ მოვლენას ეხება, თუმცა ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რა იყო იმ ამბავში სასაცილო… ქართველები ზოგჯერ ყველაზე ტრაგიკულ ამბებშიც ვიპოვით ხოლმე გასაღიმებელს და ესეც ერთ-ერთი შემთხვევაა.
გთავაზობთ ბექას პოსტს:
“შეპირებული ისტორია, რაც მე გადამხდა 2015 წლის 13 ივნისს.
მოკლედ, ძაან სასაცილოა და არ დაგეზაროთ და არაფერი გამოტოვოთ. წაიკითხეთ ❤😃
2015 წლის 13 ივნისს, იმ ტრაგედიის ღამეს, ვიყავი მზესუმზირას ივენთზე ლისზე, 13 თენდება და ვინც იქ ვიყავით, არავინ არაფერი ვიცით, ქვევით რა ხდება, მობილურები დამჯდარი გვაქვს და აი, ეს წვიმა რომ გვასხამს, ძაან გვისწორდება, მოკლედ, უსველესი გულაობა მიდის.
უკვე დილის რვა გახდა და მეგობარი შემხვდა, რომელიც იქ იყო, მაგრამ მანამდე ვერ ვხედავდი 😃 მომაწევინა რაღაც ჯოჯოხეთში გაზრდილი ბალახი, 5 წუთში თითოეული წვიმის წვეთის დანახვა დავიწყე, მისი ხასიათის შეცნობა და ღრუბელი, წვიმა და დედის… ერთმანეთში იზილება, ისე მაგრად ვარ 😃
მეგობარ გოგოს ვეუბნები წავედით, თორემ შეიძლება გავფრინდე, ხოდა ტაქსი ჩავსხედით.
ტაქსი მეუბნება, რომ ციხიდან გამოვედიო გუშინო და “პრავა” არ მაქვსო და თუ პოლიცია გამოგვეკიდაო, უცებ შენ გადმოჯექი საჭესთანო. არადა, უკან ვზივარ, როგორ უნდა გადავჯდე, 😃გულში ვფიქრობ, ვსიო, ბექა, დაგე…რა, ეს უეჭველი ციხიდან არის გამოქცეული და უეჭველი ამიყვანენ ამასთან ერთად და თან მოწეული ვარ, ეგრევე მიხვდებიან, ჩამიდებენ და 10 წელი უნდა ვიჯდე ამასთან ერთად.
მოკლე, ისეთ შიშებში ვარ, ვერავინ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ ლისიდან ვერამდე არც ერთი მანქანა არ შეგვხვდა, არც ერთი ადამიანი, გარეთ არავინ არ დადის, მაღაზიები დაკეტილია, სიცარიელე ქუჩებში, ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი, ხელები დავილურჯე ჩქმეტისგან, რატომღაც მეგონა რომ სული ვიყავი.
ფილარმონიას ვუახლოვდებით უკვე და ვხედავ 5 ან 6 პოლიციის პიკაპი, სამხედრო ფორმებში, ნიღბებით და მაყუჩიანი დიდი ავტომატებით. 😃 ძაან მეშინია აი ვაბშე ყველა კუნთი მტკივა შიშისგან, თან ვფიქრობ მეთქი მოწევაზე ასეთ სპეც ოპერაციას ვინ ჩამიტარებდა მე, უეჭველი ციხიდან არის გამოქცეული და ჩამცხილავენ როგორც თანამზრახველს, ვსიო ბექ დაგენძრა.
ბელინსკზე რომ უნდა ავუხვიოთ, უცებ ყვირილი ამ სპეცრაზმელებისგან, გააჩერე მანქანა, და ეს ავტომატიანი 10 ტიპი მოდის და უცებ ყველაფერმა ჩამირბინა თვალწინ, დაჟე პანაშვიდებზე ბევრნი იყავით, ჩემი გასვენება და რავი კიდევ 😃
ფანჯარა ჩაუწია ტაქსმა და მე ველოდები რომ გადაგვათრევენ ეხლა, თავი შემოყო ამ სპეცრაზმელმა და სად მიდიხართო გვეკითხება, ამან მგზავრი მყავსო და მე ვერ ვლაპარაკობ, ხმას ვერ ვიღებ, მით უმეტეს სპეცრაზმელს რას ვეტყვი, ისეთ მდგომარეობაში ვარ 😃 როგორც იქნა, ვუთხარი ზემოთ ვცხოვრობ-მეთქი და სადო? ბარნოვზე ვცხოვრობ-მეთქი და მაშინ უნდა გაგაცილოო!
წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, ავტომატიანი ტიპი მეუბნება, რომ უნდა გამაცილოს ამდენმა პიკაპმა სახლამდე? და ვეკითხები რატომ? და უცებ სერიოზული სახით მეუბნება მეორე სპეცრაზმელი: ფილარმონიასთან ორი ვეფხვი მოვკალით და კიდევ ლომებიც, მგლებიც არიან გაქცეულები, შეიძლება, შენს ეზოში იყვნენ და უნდა მიგაცილოთო. 😃 ეს იყო ბოლო წერტილი, უკვე მართლა მგონია, რომ მკვდარი ვარ და ესეთ ჯოჯოხეთში მოვხვდი, სადაც ყველა მე მეკაიფება, რა ვეფხვი, რა უნდა ვეფხვს ჩემს სახლში. 😃
მოკლედ, მიმაცილეს და სახლში მყავს ლაბრადორი, ერთადერთი დებილი ლაბრადორი არსებობს და ისიც მე მყავს, დღემდე ვერ მცნობს, ეზოში რომ შევდივარ გიჟივით მიყეფს უკვე მეექვსე წელია, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ და ამ პიკაპიან სპეცრაზმელებს ამას ვერ ვეტყვი, რომ იქ ძაღლია.
თვითონ ძაან ეშინიათ და ფრთხილად დადიან,
მოკლედ, ეზოში შევიდნენ ხუთნი იყვნენ და უცებ ბუჩიმ ატეხა ყეფა და რომელი სპეცრაზმელი სად გარბოდა, დღესაც ეძებენ მაგათ. 😃😃😃
ბოლოს შევედი დავიძინე, და დილით ვნახე, რაც მოხდა თურმე”.