Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორ იპარავენ ხელფასებს დამსაქმებლები – კვლევის შედეგები – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იპარავენ ხელფასებს დამსაქმებლები – კვლევის შედეგები

181
ხელფასსი

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულთა 88 პროცენტს დამსაქმებელი გაწეული შრომის ანაზღაურებას სრულად არ უხდის.

როგორც კვლევამ აჩვენა, “მოპარული ხელფასი” თითოეულ დასაქმებულზე წელიწადში საშუალოდ, 8 ათასი ლარია.

ანგარიში მომზადდა სპეციალური გამომთვლელი კითხვარის დახმარებით, რომელიც ყოველთვიური ანაზღაურების, სამუშაო საათებისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ მონაცემების მითითებით “მოპარულ ხელფასს” ითვლიდა.

ირკვევა, რომ ქვეყანაში დასაქმებულთა უმრავლესობა კუთვნილი ანაზღაურების მოპარვის მსხვერპლი მინიმუმ ერთხელ მაინც გამხდარა.

საუბარია ხელფასის მოპარვის რამდენიმე ფორმაზე. ერთ-ერთი, აუნაზრაურებელი შრომითი საათია, რაზედაც დასაქმებულთა 75%-ზე მეტი მიუთითებს. ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით ყველაზე საგანგაშო ვითარება სამედიცინო სფეროშია.

კითხვარი 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით 3167-მა დასაქმებულმა შეავსო. გამომთვლელის მონაცემების თანახმად, 2789 დასაქმებული (მომხმარებელთა 88%) სამუშაო ადგილზე მინიმუმ ერთი ფორმის ხელფასის მოპარვის მსხვერპლი მაინც გამხდარა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან – ამის შესახებ აღნიშნავდა კვლევაში მონაწილე ადამიანების 75,5 პროცენტი.

კვლევაში ნათქვამია, რომ იმ დასაქმებულთა 85,6 პროცენტი, რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებდა, არ იღებდა დამატებით ანაზღაურებას.

საქართველოში შრომის კოდექსის ამ ნაწილი დაცვაზე ზედამხედველობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას ევალება. კვლევაში მოყვანილია ამ უწყების მუშაობის სტატისტიკაც:

“2021 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ შრომითი უფლებების ზედამხედველობის მიზნით შემოწმებული 249 ობიექტზე გამოვლენილი 1766 დარღვევიდან, 357 დარღვევა (20%) სავარაუდოდ ხელფასის მოპარვის პრაქტიკას უკავშირდება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები