ვერა ფიშერი 72 წლისაა, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ის ბრწყინვალედ გამოიყურება, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობს და სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია.
ამჯერად ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი ინსტაგრამზე სპორტ დარბაზში გადაღებული ფოტოების სერიას ავრცელებს, რომლებშიც შესანიშნავად გამოიყურება. ფიშერი გამომწერებისთვის რჩევებსაც არ იშურებს.
„დიახ მე ძლიერი ვარ, თუმცა, ჩემს ასაკში ვარჯიში მხოლოდ იმისთვის არ არის აუცილებელი, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც კარგია. აკვააერობიკა, ფიზიოთერაპია, შემთბარ აუზში ცურვა და მსუბუქი ვარჯიში!“, – წერს მსახიობი.
ფოტო: ასე გამოიყურება „კლონის“ 71 წლის ვარსკვლავი ვერა ფიშერი
შეგახსენებთ, ვერა ფიშერი მაყურებელს კარგად ახსოვს სერიალებიდან „კლონი“ და „ოჯახური კავშირები“. სულ მის ფილმოგრაფიაში 30 კინოროლია. 2020 წელს ვერამ უარი განაცხადა კომპანია „გლობოსთან“ თანამშრომლობაზე და მეტი დრო თეატრს დაუთმო. ის ერთხელ იყო დაოჯახებული და ორი შვილი, ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს.
,,კლონის” ვარსკვლავების, ვერა ფიშერისა და ადრიანა ლესას შეხვედრა 20 წლის შემდეგ