ლიბანელი ვიზაჟისტი სამერ ხუზამი ქალების სხეულსა და სახეზე ნამდვილ საოცრებებს ახდენს. მის მიერ გაკეთებული მაკიაჟი, ხშირ შემთხვევაში, პლასტიკურ ოპერაციებსაც ჰგავს – აღმოჩნდა, რომ სკალპელის გარეშე, ფუნჯით არა მხოლოდ სახის ნაკვთების შეცვლა, არამედ, მაგალითად, მკერდის გადიდებაც არის შესაძლებელი. მან შეძლო, რეალობა ჩრდილებით და ტონალური კრემით სრულიად შეეცვალა.
გთავაზობთ სამერ ხუზამის მიერ გაკეთებული მაკიაჟის რამდენიმე ფოტოს.