LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავზარდოთ დასაქმებულთა ეფექტიანობის ხარისხი – თბილისში სემინარი ჩატარდება

119

გსურთ უზრუნველყოთ მომხმარებელთა კმაყოფლება გრძელვადიან პერსპექტივაში? მზად ხართ, გააუმჯობესოთ მომსახურების დონე? გაზარდოთ დასაქმებულთა ეფექტიანობის ხარისხი? დანერგოთ საერთაშორისო სტანდარტები და უპასუხოთ მასპინძლობის სფეროს თანამედროვე ტენდენციებს?

ანეტა კორობკინა, მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის მაგისტრი (Cesar Ritz University, Switzerland), John Maxwell Team-ის სერტიფიცირებული მწვრთნელი, ტრენერი და სპიკერი, აგრეთვე American Hotel & Lodging Educational Institute-ის სერტიფიცირებული ტრენერი მასპინძლობის სფეროში, Hospitality Training Institute-ის დამფუძნებელი და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით მასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობისა და საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის უზარმაზარი გამოცდილების მქონე ადამიანი, მზად არის დაგეხმაროთ თქვენი მომსახურების ტრანსფორმაციაში.

დინამიურ და მაღალ-ინტერაქტიულ სემინარში მონაწილეთა ჩართულობა წახალისებული იქნება ქვემოთ ჩამოთვლილ საშუალებათა გამოყენებით:

  • ტრენერის ცხოვრებისეული გამოცდილება და მაგალითები
  • ჯგუფური განხილვები
  • კონკრეტული საქმეების (ქეისების) შესწავლა
  • ტესტები
  • ბრეინშტორმინგის სესიები

სემინარი უზრუნვლეყოფს საუკეთესო პრაკტიკული მაგალითების განხილვას მსოფლიო დონის მომსახურების წარმოსაჩენად და საშუალებას აძლევს მონაწილეებს, დაეუფლონ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • სტუმარი 21-ესაუკუნეში
  • მომსახურება: სტრატეგიიდან შედეგებამდე. რა გჭირდებათ დღეს, რომ გადარჩეთ ხვალ?
  • ლიდერის როლი დასაქმებულთა ჩართულობაში
  • დასაქმებულთა ჩართულობის მნიშვნელობა მომსახურების ხარისხზე

სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScA4-_w-4Uxv8SxCgJxqaao7mpQkP5-YAGi8Gs7SmCaGM5Nmg/viewform

სემინარზე დასწრება ფასიანია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: [email protected]  +995 558 84 20 60

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები