LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით – უფასო ტრენინგები იწყება

116
Textcase-vertaalbureau-Online-shopping-–-kansen-rond-de-coronacrisis-1024x675

საქართველოს სავაჭრო პალატა პირველი თებერვლიდან იწყებს ონლაინ უფასო ტრენინგებს, სახელწოდებით – „ელექტრონული კომერცია – როგორ გავყიდოთ პროდუქცია ინტერნეტით“. ტრენინგში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, ტრენინგის ერთი კურსი 4 დღის განმავლობაში გრძელდება. მეწარმეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონული კომერციის საკითხებზე, მათ შორის – რა არის ელექტრონული კომერცია და მისი უპირატესობები, ციფრული მარკეტინგი – როგორ გავხადოთ პროდუქტი გამორჩეული, ციფრული მედია და კომუნიკაცია, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებში, როგორ ავაწყოთ და ვმართოთ წარმატებული Facebook გვერდი, პროდუქციის ვიზუალური და შინაარსობრივი მხარის მნიშვნელობა, სამიზნე აუდიტორია, მომხმარებლების მოზიდვა და მათთან კომუნიკაცი, პროდუქციის მიწოდება საქართველოში და საზღვარგარეთ.

„ტრენინგები მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით ტარდება. საბაზისო კურსი წარმოადგენს შესავალს ელ. კომერციაში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ძირითადად განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულის მეშვეობით https://docs.google.com/…/1FAIpQLSf5gURsebAUTq…/viewform

მონაწილეები ინფორმაციას ტრენინგის თარიღის შესახებ და დასწრების ბმულს მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის გაიცემა ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი“, – აცხადებენ საქართველოს სავაჭრო პალატაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები