LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი: სუნი ოთახიდან მალე გავა თუ… რჩევები

174
FORTUNA.GE (11)

კბილის ტკივილის გასაყუჩებლად, ხახვის გამოყენების მეთოდი არსებობს: გაჭერით ხახვი ორად და გაჭრილი მხრიდან, მტევნის მოსახრელთან ბინტით დაიმაგრეთ. მარჯვნივ მტკივანი კბილის დროს, მარცხენა მაჯაზე, ხოლო მარცხნივ მტკივანის დროს, მარჯვენა მაჯაზე.

კბილის ტკივილის გასაყუჩებელი კიდევ ერთი საშუალება არსებობს – წვრილად დაჭრილი ნიორი დაიდეთ მაჯაზე, პულსზე და ბინტით შეიხვიეთ. თუ კბილი მარჯვნივ გტკივათ, ნიორი მარცხნივ დაიმაგრეთ, ხოლო თუ მარცხნივ გტკივათ, პირიქით.

სმენის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ნახევარი ლიმონი მიირთვით, უმჯობესია კანიანად.

თუ ოთახში სიგარეტის სუნია და ფანჯრის გაღების მიუხედავად არ განიავდა, ოთახის სხვადასხვა კუთხეში სველი პირსახოცი დადეთ. ის კარგად ისრუტავს სუნს.

საღებავის სუნი ოთახიდან მალე გავა თუ კუთხეებში მარილიან თეფშებს დადებთ.

მინის ჭურჭელი შეგიძლიათ სპეციალური ხსნარის გარეშე გარეცხოთ. თბილ წყალში ცოტაოდენი ძმარი ჩაასხით ან მარილი ჩაყარეთ.

სისხლი ტანსაცმლიდან თავდაპირველად ცივი წყლით უნდა მოაშოროთ, რაც უფრო სწრაფად მოახეხებთ ამას, მით უკეთესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები