როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი ასაკში – გადაცემის “სილამაზის აკადემია” სტუმარია ვიზაჟისტი შორენა ჯიქია.
რა არის გასათვალისწინებელი მაკიაჟის კეთების დროს?
იყო ვიზაჟისტი, ნიშნავს გქონდეს განსაკუთრებული ხედვა და ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა შეურჩიოთ თითოეულ მომხმარებელს მაკიაჟი. რადგან, მთავარია სწორად იყოს შერჩეული ყველა ის დეკორატიული პროდუქტი, რასაც გამოვიყენებთ კონკრეტულ შემთხვევაში. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია, ის რაც უხდება ერთს, შესაძლოა არ მოუხდეს მეორეს, ამიტომ მაკიაჟი კეთდება თქვენი სახის ოვალისა და ნაკვთების გავითვალისწინებთ.
რით განსხვავდება ასაკობრივი მაკიაჟი ჩვეულებრივი მაკიაჟისგან?
რა თქმა უნდა ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანის სტრუქტურა იცვლება, ჩნდება მიმიკური ნაოჭები, რაც ლოგიკურია და ზუსტად ასეთი შემთხვევის დროს აუცილებელია სწორად იყოს დატანილი ყველა ის პროდუქტი, რასაც ინდივიდუალურად შევურჩევთ კლიენტს.
ასაკობრივი მაკიაჟის დროს სასურველია კანის ზედაპირი არ დატვირთოთ, მაგრამ ამავდროულად მიიღოთ ლიფტინგ ეფექტი.
ასაკობრივი მაკიაჟისას მნიშვნელოვანია ტონალური ისე წაისვას, რომ წვრილ-წვრილი ნაოჭები არ ჩაჯდეს. ამბობენ, რომ წითელი ტუჩსაცხი ასაკს მატებს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.
ვიზაჟისტმა უნდა შექმნას არა მხოლოდ გარკვეული იმიჯი, არამედ უნდა შეძლოს დამალოს სახის ნაკვთებისა და კანის ხარვეზები. კარგად უნდა იცნობდეს ფერებსა და ტექსტურას, ვიზაჟისტი ვალდებულია განსაკუთრებით ყურადღებით მოერგოს კლიენტის სურვილს და მის გემოვნებას. სწორედ ეს ორი ასპექტი განაპირობებს მომხმარებლის ბედნიერ ღიმილს.