LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავფრინდეთ ვარშავაში – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

136
lot-orig

საქართველოში პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი LOT Travel LTD Georgia პასუხებს ავრცელებს იმ კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად სვამენ პოლონეთისკენ მიმავალი მგზავრები.

„მეგობრებო, ბილეთის ფასში შედის ჩასაბარებელი ერთი ნაჭერი ჩანთა 20კგ-მდე+ 5 კგ ხელბარგი, დამატებითი ნაჭერი 20კგ-მდე ღირს 90 ევრო და იხდით წინასწარ.

თბილისი – ვარშავა 5(გაყიდულია),12,19,22 დეკემბერი, 9 იანვარი. გაფრენა 05:25 ჩაფრენა 06:10

კოვიდ ტესტი არ არის საჭირო. იქონიეთ მინიმუმ სამთვიანი სამუშაო მოწვევა, ცალმხრივი ავიაბილეთი, პასპორტი, დაზღვევა 15 დღე მაინც. ძალაშია ათ დღიანი თვითიზოლაცია, ამისთვის წინასწარ უნდა იცოდეთ მისამართი, სადაც მიდიხართ ( ბინა, სახლი თუ სხვა). ამ ინფორმაციას უთითებთ ბლანკზე, რომელსაც ავსებთ ვარშავაში ჩაფრენამდე.

ვარშავა -თბილისი 4, 11, 18, 21 დეკემბერი, 8 იანვარი. გაფრენა 21:45 ჩაფრენა 04:25

თუ გაქვთ კოვიდ ტესტი მოფრენამდე 72 საათით და ნაკლებ ვადაში გაკეთებული, გადახვალთ 8 დღიან თვითიზოლაციაში თქვენს მისამართზე. თუ არ გაქვთ კოვიდ ტესტი, გადახვალთ 12 დღიან თვითიზოლაციაში თქვენს მისამართზე. თუ მგზავრს არა აქვს თვითიზოლაციის საშუალება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს მგზვარების შესაბამისი ფართით დაკმაყოფილებას“, – აცხადებენ LOT Travel LTD Georgia-ში.

მათივე ცნობით, ყველა რეისი დადასტურებულია და სრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები