Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როგორ გავაკეთოთ ეკონომია: კლუბები სულ უფრო მეტად ფიქრობენ ფულზე – ამბები მოკლედ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავაკეთოთ ეკონომია: კლუბები სულ უფრო მეტად ფიქრობენ ფულზე – ამბები მოკლედ

88
2803698-57838970-2560-1440

“ლივერპულმა” გადაიფიქრა თანამშრომლებისთვის ხელფასების დაკლება და ფანებს ბოდიში მოუხადა.

“მანჩესტერმა” დაადასტურა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას სამუშაო ადგილების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამაში.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა 5 მლნ დოლარი აიღო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად რუსეთის დასახელებისთვის. მეორე ჩინოვნიკს 1 მილიონს დაპირდნენ (აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო).

“რეალმა” და “ბარსელონამ” მწუხარება გამოთქვეს რადომირ ანტიჩის გარდაცვალების გამო. ამ ორი გრანდის და პლუს “ატლეტიკოს” ექსმწვრთნელი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვირხილ ვან დეიკმა და ნიდერლანდების ნაკრების სხვა წევრებმა კლუბების დახმარების ფონდში თანხები შეიტანეს. შემოწირულობის საერთო თანხა 11 მლნ ევროა.

სერია ა-ში ფეხბურთელებს ხელფასებს მესამედით შეუმცირებენ თუ სეზონი არ დასრულდება, და 1/6-ით თუ ჩამთავრდება.

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია მოთამაშეების ხელფასის დაკლებაზე: “სამარცხვინოა და მიუღებელი ეს წინადადება. ეს სიგიჟეა”.

ფიფა გადაიტანს სატრანსფერო ფანჯარას. ზაფხულში ვადაგასული კონტრაქტები გახანგრძლივდება (BBC).

“ტოტენჰემმა” გამოაცხადა კორეელი ლეგიონერის სონის ჯარში გაწვევის შესახებ.

იკერ კასილასი თავაზობს ევროთასების ფინალური მატჩები დეკემბერში ჩაატარონ.

L’Equipe: პსჟ-ს მფლობელმა კლუბს აუკრძალა მბაპეს გაყიდვა კრიზისის გამო.

“ინტერის” ექს პრეზიდენტი მასიმო მორატი ამბობს, რომ კლუბი მესის საყიდლად გაიწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები