LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ განვათავსოთ სამზარეულოს წვრილი ტექნიკა თაროებზე ჭკვიანურად

99
31-დეკემბერი-სტატია-715x400

შესაძლოა, შენც ის ადამიანი ხარ, ვინც გიჟდება თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მიიჩნევს, რომ ისინი ჩვენთვის კომფორტის შესაქმნელად გამოიგონეს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პრობლემის წინაშე შენც არაერთხელ დამდგარხარ: სამზარეულოს თაროზე შესაძლოა ერთი, ან ორი ტექნიკის დაწყობა, დარჩენილი ნივთების ხელმისაწვდომ ადგილას მოთავსება კი უბრალოდ წარმოუდგენელი ხდება ხოლმე, ამიტომაც მათი უმეტესობა წლიდან წლამდე ყუთებში ინახება სრულიად უფუნქციოდ. არადა, კომბაინი თუ ყოველ წუთას არ დავინახეთ, ისე როგორ გაგვახსენდება, რომ სასარგებლო სმუზის მირთმევის დროა? ან რომ ყავის აპარატი გაცილებით უფრო გემრიელ ყავას ამზადებს?

ამ სტატიაში მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ მოაწყო სამზარეულო ისე, რომ კერძების მომზადების პროცესი სასიამოვნო და მოსახერხებელი იყოს.

რჩევა #1

დავიწყოთ მსხვილი ტექნიკით. ყველა გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ გაზქურასა და მაცივარს შორის აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 50 სმ-იანი დაშორება მაინც. კარგი იქნება, თუკი მაცივარს კედელთან, კუთხეში დადგამ, შემდეგ განთავსდება ონკანი, ამის მერე – მოზრდილი მაგიდა, გვერდით კი – გაზქურა. მაცივრიდან პროდუქტებს პირდაპირ გადმოალაგებ გასარეცხად ნიჟარაში, შემდეგ მზადების პროცესი მაგიდაზე გადაინაცვლებს, ბოლოს კი მათი გაზქურაზე მოთავსებით დაგვირგვინდება საქმიანობა.

რჩევა #2

გაზქურის შემდეგ კიდევ ერთი მაგიდა უნდა იყოს. აქ ვანაწილებთ ტექნიკას შემდეგნაირად: ელექტროჩაიდანი ან ყავის აპარატი უკან, კედლისკენ იდგმება, რათა დენის წყაროსთანაც ახლოს იყოს. აგრეთვე უკან იდგმება სამზარეულოს კომბაინი ან ბლენდერი. წინ კი ვდგამთ სენდვიჩის აპარატს. ამ უკანასკნელსა და გაზქურას შორის დაახლოებით 20-25 კვ.სმ-იანი სივრცე უნდა დარჩეს, რათა პროდუქტების დასაჭრელად ადგილი დარჩეს.

რჩევა #3

ქვედა თაროს ვუთმობთ მულტისახარშ ქვაბს, აეროგრილს, პურის საცხობ აპარატს და ყველა ისეთ ტექნიკას, რომლითაც სადილის მომზადებაა საჭირო. აქვე შეიძლება წვენსაწურის დადგმაც, თუკი მაგიდაზე ადგილი აღარაა.

რჩევა #4

ნუ შედგამთ მიუწვდომელ ადგილას ნურცერთ ტექნიკას. ეს ადგილი ისეთი ჭურჭლისთვის გამოიყენეთ, რომელთაც მხოლოდ სადღესასწაულო სუფრის გაწყობისას  იყენებთ. (ჩვენი რჩევაა, შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ასეთი ჭურჭელი ყოველდღიურად გამოიყენოთ, რათა სადღესასწაულო განწყობა თქვენს ცხოვრებაში ადრევე შემოიჭრას!)

რჩევა #5

შედარებით მიუწვდომელ ადგილას კი შეგიძლიათ, ფრის აპარატი შეინახოთ. ბოლოს და ბოლოს ფრისა და ნაგეთსების მირთმევა ხომ არც ისე ჯანსაღი ჩვევაა და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება – მაშინ, როცა მეგობრების თავშეყრის ან მხიარული წვეულებების დროა.

თუკი ყველა რჩევა გაითვალისწინე და სამზარეულოს ტექნიკისთვის ადგილიც გაათავისუფლე, ახლა უკვე თამამად შეგიძლია ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“ ფილიალებს ესტუმრო „ისთ ფოინთში“, საბურთალოს „სითი მოლში“, „მეგალაინში“ ან ვარკეთილისა და გლდანის ფილიალებში. ვინც სახლში დარჩენას ამჯობინებს, მათთვის „გრანდ ელექტრონიქსს“ არაჩვეულებრივი შეთავაზება აქვს! 2 იანვრიდან მათ ვებგვერდზე სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები