LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ყველაზე დიდი Smart – პირველი გამოსახულება

36
smartnews3027

კომპანია Smart ახალი მოდელის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს. ჯერ–ჯერობით უსახელო ელექტრონული კროსოვერი, ისტორიაში ყველაზე დიდი Smart იქნება. სიახლე იქნება ასევე პირველი მოდელი, რომელსაც Mercedes-Benz  ჩინურ ავომწარმოებელთან Geely–სთან ერთად გამოუშვებს. მორიგ თიზერში კროსოვერი ზემოდანაა გადაღებული და ავტომობილის გაბარიტების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის.

კომპანია Geely–მ 2019 წელს Smart–ის აქციების 50% შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ Geely Mercedes-Benz–ს საერთო ელექტროქარების წარმოებაზე შეუთანხმდა და ახალი Smart ჩინეთსა და გერმანიაში გაიყიდება. კროსოვერი, რომლის დებიუტიც 7 სექტემბერს მიუნხენშია დაგეგმილი, Smart–ის ახალი ერის დასაწყისი იქნება.

კროსოვერი სიგრძეში დაახლოებით 4 მეტრს აჭარბებს, რაც მას ისტორიაში ყველაზე დიდ Smart–ად აქცევს. აღსანიშნავია, რომ წარმოებაში ორივე კომპანიამ 2,7 მილიარდი იუანი ანუ 389 მილიონი დოლარი ჩადო.

პირველი ელექტროქარები კონვეიერიდან 2022 წელს ჩამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები