Porsche-მ საკუთარი საავტორო ხაზის ახალი წარმომადგენელი, კუპე Cayman-ი წარმოადგინა, რომელიც GT4 RS-ის სახელით გამოვა. ახალი 2 კარიანი მოდიფიკაცია, დაკომპლექტებული იქნება არც მეტი, არც ნაკლები, 4 ლიტრიანი გამწევით. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას გამოცემა Auto Express-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კომპანია ამ ნაბიჯით ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტომოტივის სფეროში. განახლებული RS მოდიფიკაცია უახლოეს პერიოდში გამოჩნდება მსოფლიო ასპარეზზე. ფასი ამ ეტაპზე ცნობილი არაა.
როგორც ირკვევა, განახლებული ,,ლამაზმანის” სიჩქარე 295 კმ/სთ იქნება, ხოლო მაქსიმალურ სისწრაფეს მოდელი 4.4 წამში განავითარებს.
გთავაზობთ ფოტოებს: