ულამაზესი მსახიობის ლიკა ქავჟარაძეს შვილიშვილი სანდრო (საშკა) თაქთაქიშვილი გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას. წლების წინ, ბავშვის ფოტოების სოციალურ ქსელში გამოჩენას საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა.
ლიკა ქავჟარაძე შვილიშვილთან ერთად. 2015 წელი
საშკა უკვე 11 წლისაა და აშშ-ში მშობლებთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. მსახიობის ერთადერთი შვილიშვილი, ბაბუის სახელს ატარებს.
ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე ალექსანდრე თაქთაქიშვილი იყო. მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან, მეუღლესთან, თამარ ლოლუასთან და საშკასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
ლიკა ქავჟარაძემ გარდაცვალებამდე გადაცემაში “პროფილი” შვილსა და შვილიშვილზე ისაუბრა. მსახიობი განიცდიდა, რომ მათ ნახვას ხშირად ვერ ახერხებდა, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდნენ, თუმცა სკაიპის საშუალებით ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ.
ლიკას ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი ამერიკაში იურისტად მუშაობს.
ლიკა ქავჟარაძე პირველ მეუღლესთან სანდროსთან და ვაჟთან ლევან თაქთაქიშვილთან ერთად. 1980წელი