LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება Lamborghini-ის უსწრაფესი სუპერქარი (ვიდეო)

58

Lamborghini-მ საავტორო სუპერქარის Huracan-ის გაძლიერებული ვერსია წარმოადგინა, რომელსაც სახელში მეორე სიტყვა Performante ჩაამატა. ახალი მოდელი ნიუბურგრინგზე წარმოუდგენელი მაჩვენებლებით წარსდგა საზოგადოების წინაშე.

მოდელმა რბოლისთვის გათვალისწინებული მანძილი რეკორდულ დროში, 6 წუთსა და 52.01 წამში დაფარა, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია. ამ დრომდე რეკორდი 6 წუთსა და 57 წამს შეადგენდა, რომელიც Porsche 918 Spyder-ის ასპარეზობით იქნა მიღწეული.

Huracan Performante აღჭურვილია აეროდინამიკური ბატარეებითა და V10 ტიპის გაწევით. აგრეგატის სიმძლავრე 640 ცხენის ძალის ერთეულითაა განსაზღვრული, ხოლო ბრუნის სისწრაფე 600 ნმ-ს შეადგენს. მისი მასა 1382 კგ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 2.9, ხოლო 200 კმ/სთ-ს 8.9 წამში ანვითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები