LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება კარლ ლაგერფელდის ნაძვის ხე

117

ნოემბრის დასაწყისში სასტუმრომ Claridge’s  ლონდონელების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაძვის ხის გაფორმება Fendi-სა და Chanel-ის მოდის სახლების კრეატიულ დირექტორს კარლ ლაგერფელდს შესთავაზა.

დიზაინერის განცხადებით, სადღესაწაულო დეკორზე მუშაობისას, შთაგონებას ის საკუთარ ბავშვობაში ეძებდა. როგორც ჩანს, ახალი წელს ლაგერფელდების ოჯახში საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნავდნენ, რადგან ვერცხლისფერი ბურთებით მორთული ნაძვის ხე ცნობილ სასტუმროში არა დაიდგა, არამედ თავდაყირა დაიკიდა. საინტერესო დამატებად იქცა გერმანიაში, ერთ-ერთ სახელოსნოში დიზაინერის დაკვეთით დამზადებული ფიფქები და ცხვრის ტყავის ხალიჩა ისლანდიიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები