LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

780

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით.

15 წელზე მეტია, აშშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“.

ირინკა ახლა თბილისშია. როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მერვე სეზონში მონაწილეობისთვის ემზადება.

სხვათა შორის, ირინკას ადარებენ ფრანგ მსახიობს მარიონ კოტიარს, რომელიც, როგორც ჩანს, თვითონაც ძალიან მოსწონს. მისი ფოტო „ფეისბუქზე“ აქვს ატვირთული, სადაც მას უწერენ: „თქვენ ორნი ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები