LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება განახლებული Lamborghini Huracan – პირველი გამოსახულება

1546605752_mycollages-614

კომპანია Lamborghini–მ განახლებული სუპერქარის პირველი თიზერი გაავრცელა. გამოცემა Auto Express–ის ინფორმაციით, ავტომობილის გამოსახულება გავრცელდა იმ მობილურ აპლიკაციაში, რომელზე წვდომაც მხოლოდ ბრენდის კლიენტებს აქვთ.

როგორც პირველი კადრებიდან ირკვვევა, განახლების შემდეგ სპორტქარი ბევრად უფრო აგრესიულ ძარის წინა ნაწილს და Performante–ს სტილისტიკურ ელემენტებს მიიღებს. მოდელის უკანა ნაწილის დიზაინი მთლიანად შეიცვლება და სრულიად ახალი ფარებიც გაჩნდება.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, Huracan ბევრად უფრო ძლიერ ძრავს V10–ს მიიღებს, რაც იმას ნიშავს რომ მისი სიმძლავრე მთელი 10 ცხენს ძალით, 590–დან 620–მდე გაიზრდება.

პირველი ბაზარზე განახლებული კუპე LP610-4 გამოვა, მოდერნიზებული სპორტქარის პრემიერაც სავარაუდოდ, მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები