ყველას გვახსოვს და გვიყვარს ბრაზილიური სერიალი „ოჯახური კავშირები“, რომელიც ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. ეს გახლავთ კომპანია „გლობოს“ მორიგი წარმატებული პროექტი, რომელმაც შემქმნელებსა და მსახიობებს არნახული პოპულარობა მოუტანა. სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ტონი რამოსი, რომელიც გარდა ამ პროექტისა, თითქმის ყველა პოპულარულ ტელენოველაში გვხვდება.
ტონი რამოსმა სერიალებში გადაღება 80-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო პოპულარობის პიკი მასთან 90-იან წლებში მოვიდა, როცა მან მონაწილეობა მიიღო სერიალებში „ბაბილონის გოდოლი“, „კლონი“, „ჩემი ანგელოზი“, „ტროპიკული სამოთხე“, „შეყვარებული ქალები“ და სხვა.
მისი მონაწილეობით ბოლო სერიალი ეკრანებზე 2022 წელს გამოვიდა. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, რამოსმა უარი თქვა უარყოფით პერსონაჟებზე, ალბათ ამიტომაც, მისი პერსონაჟები ყოველთვის ყველას დადებითად ახსენდება.
ბოლო დროს ის საოცრად შეცვლილია, თუმცა მისი ცნობა, საფირმო ღიმილითა და კეთილი თვალებით, მაინც ძალიან ადვილია.