LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ბავშვობა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში: ფოტოთი გადმოცემული ამბავი

165
5ff2dd19c92b8-B5Z_npSoiUj-png__880

მასიმო ბიეტი – იტალიელი ფოტოგრაფი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მისი გასაოცარი ნამუშევრები არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული თუ პრიზიორი.

დინამიურობა, ენერგია, ფერები, აზრი, ატმოსფერო – ყველას როდი შეუძლია ფოტოკამერით ამის გადმოცემა. მასიმოს აქვს უნარი ისეთი მომენტი დაიჭიროს, რომელიც შესაძლოა მზერასაც კი გამორჩეს. ალბათ ამიტომაც გამოვიდა ბავშვების ფოტოების სერია ასეთი თბილი, კაშკაშა, ჰაეროვანი და შეუდარებელი.

მასიმო მრავალი წელია მოგზაურობს მთელ მსოფლიოში და ხალხს იღებს, მათ ყოფას, კულტურას, ჩვეულებებს და ა.შ. თითოეული ფოტო – ცალკე ისტორიაა. ერთი რამ კი ზუსტია – რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ, მატერიკსა თუ კუნძულზე, აბსოლუტურად ყველგან ბავშვები არიან საყვარლები, მცინარა, თამაშის მოყვარულები და ცელქები. მიუხედავად იმისა, რომ ესოდენ განსხვავებული არიან, ამავე დროს ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

 

სიემრეაპი, კამბოჯა

ტანას კუნძული, ვანუატუ

სემპორნა, მალაიზია

პაპუა – ახალი გვინეა

სამხრეთ სუდანი

მინგუნი, მიანმა

ბანგლადეში

პიშკარი, ინდოეთი

ლაოსი

შაპა, ვიეტნამი

ნორვეგია

ეთიოპია

მადაგასკარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები