მეტრო „უნივერსიტეტში“ სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დაახლოებით 3 კვირაში სატესტო მატარებელიც გაივლის.
როდის შევა ახალი სადგური ექსპლოატაციაში, ჯერ-ჯერობით, ცნობილი არ არის.
„ფეისბუქზე“ გავრცელდა „უნივერსიტეტის“ ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სადგურის მოპირკეთებაც უკვე დასრულებულია.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.