2000-იანი წლების პოპულარული ტელესერიალების ვარსკვლავი გაბრიელა სპანიკი ახალ სერიალში გამოჩნდა, რომლის სახელწოდებაა „ცოცხალი სიყვარული“. სერიალი დაბადებიდან გაშვილებული რებეკა რამირესის ისტორიას გვიყვება, რომელიც წლების შემდეგ ოჯახში ბრუნდება, რათა თავის მდიდარ დაზე და მის საქმროზე შური იძიოს. გაბრიელა სპანიკი სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მსახიობი 50 წლისაა და ფანტასტიკურად გამოიყურება.
ქართველი მაყურებლისთვის გაბრიელა განსაკუთრებით პოპულარული გახდა გახმაურებული სატელევიზიო სერიალებით, „გრძნობათა ტყვეობაში“ და „შურისძიება“.
პლასტიკური ოპერაციებით შეცვლილი გაბრიელა სპანიკი – 49 წლის მსახიობი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
უბერებელი გაბრიელა სპანიკი – სიყვარულისთვის მებრძოლი „პრისიონერა“ ახალი სერიალით ბრუნდება