ასაკის მატება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზღვის ნაპირზე გარუჯვისგან თავი უნდა შევიკავოთ. სწორედ ამიტომაც, 70 წლის გოლდი ჰოუნი თამამად ირუჯება კუნძულ მაუიზე.
გოლდი, ასაკის გათვალისწინებით, კარგად გამოიყურება. რაც მთავარია – იგი საკუთარი სხეულით უკმაყოფილო არ არის, ცხოვრებით ტკბება და სულ არ ადარდებს, რას ლაპარაკობენ მასზე სხვები.
მსახიობთან ერთად მისი შვილი, უაიტ რასელია მეგობარ გოგონასთან, მერედიტ ჰაგნერთან ერთად.