LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაეხუმრა რასინგი ქომაგებს

25

ურუგვაის ”რასინგი” საკუთარ გულშემატკივრებს რონალდინიოს ტრანსფერით გაეხუმრა. ხუმრობა სიცილის დღეს მიეძღვნა.

”კეთილი იყოს შენი მობრძანება, რონალდინიო. ფეხბურთელი გუნდს კლაუსურას დროს შეუერთდება”, – აუწყა ხალხს მონტევიდეოს ”რასინგმა” ტვიტერის მეშვეობით.

გულშემატკივართა ნაწილმა და სპორტულმა მედიამ ეს ოხუნჯობა სერიოზულად მიიღეს და ნიუსი ინტერნეტში გაავრცელეს.

ესპანურენოვან ქვეყნებში სიცილის დღე 28 დეკემბერს აღინიშნება და არა 1 აპრილს. ურუგვაიში ამ დღესასწაულს ახალშობილის დღეს უწოდებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები