LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება, ჩემო გიორგი – ბელა ალანიას ნათესავი ემიგრაციაში გარდაიცვალა

151
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (100)

შალვა ნათელაშვილის მეუღლეს ბელა ალანიას ემიგრაციაში ნათესავი გარდაეცვალა.

ბელა ალანიამ ამის შესახებ ბელა ალანია სოციალურ ქსელში დაწერა.

„როგორ გაჭირდება უშენოდ ცხოვრება, ჩემო გიორგი.
სიკეთის, კეთილშობილების განსახიერება იყავი. წარსულ დროში როგორ უნდა გახსენოთ
ჩემს შვილებს დააკლდება შენნაირი მეგობარი, ნათესავი… ჩვენი ნათელმირონობა ცხრა თაობაზე გადავა…
საქართველოს კი ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც შვილიც არ დარჩა.
რატომ უნდა დაგჭირვებოდა სამშობლოდან პოლონეთში გადახვეწა, ძნელი მისახვედრი არაა…
ასე უეცრად ლოგინში გარდაცვალება არ შეგშვენოდა, გიო,
არ მჯერა რომ ვერასოდეს გნახავ,
ჩემო ბიჭო, ჩემო ბუნჩულა, ჩემო სიყვარულის ადამიანო, შენ მთელ საქართველოს მოუკვდი.
გთხოვთ, მოიხსენიეთ ლოცვებში
გიორგი ჯერ კიდევ პოლონეთშია, ველოდებით ჩამოსვენებას“. – წერს ბელა ალანია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები