ქართველი მომღერლის, ნინი ბრეგვაძის ნიჭიერება და შესაძლებლობები საზღვრებს გასცდა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა პროექტ Voice-ის ყველა დაბრკოლება წარმატებით გაიარა, 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა და მსოფლიოც აალაპარაკა.
ქართველ არტისტს, რომელიც Playoff-ების ეტაპზე Top 3-ში მოხვდა მორიგ ვრცელ სტატიას „NBC News“ უძღვნის და წერს, რომ ნინის ხმას თანდაყოლილი ძალა აქვს, რომლის დამალვაც შეუძლებელია.
სტატიის ავტორი, პროექტში ნინის განვლილ გზაზე გვიყვება და ამასთან, ნინის მწვრთნელისა და ჟიურის სხვა დანარჩენი წევრების ემოციებს გვიზიარებს.
გვენ სტეფანი:
„ვაუ, შენი ხმით ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ისეთი გემოვნებიანი ხარ და ისეთი ნიჭიერი, ამას ყოველთვის აჩვენებ შესაფერის მომენტში და ეს ისაა, რაც ჩვენ გვინდა“
ჯონ ლეჯენდი:
„ყოველ კვირას აჩვენებ, რომ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ, ისეთი თავდაჯერებულობითა და ოსტატობით წარმოგვიდგენ საკუთარ თავს, მე უბრალოდ გაოცებული ვარ შენით. შენ ზუსტად ის არტისტი ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება, ჩვენ ყველას გვსურს, ჩვენს გუნდში გვყავდე“
რება მაკენტაირი:
„ვფიქრობ, ძალიან ძლიერი ვოკალისტი ხარ, მაგრამ ქორეოგრაფიაში ცოტა შორს წახვედი. სცენაზე შენი უძრავად ყოფნა, შენს შესრულებას უფრო გაზრდიდა. მე მიყვარს შენი ხმა“
აღნიშნულ შეფასებებს გამოეხმაურა თავად ნინი ბრეგვაძის მწვრთნელი, ნაილ ჰორანი და თქვა, რომ ნინის ამერიკული Voice-ის მოგება შეუძლია.